+995 032 2510315

info@energotrans.com.ge

ბარათაშვილის #2, თბილისი

500/400/220 კვ ქვესადგური "ახალციხე"

220კვ. ელექტროგადამცემი „ჯვარი-ხორგა“-ს და 500 კვ. ელექტროგადამცემი „კავკასიონის“ შეჭრის მშენებლობის პროექტი.

image
220კვ. ელექტროგადამცემი „ჯვარი-ხორგა“-ს და 500 კვ. ელექტროგადამცემი „კავკასიონის“ შეჭრის მშენებლობის პროექტი.

მიმდინარე პროექტი

220კვ. ელექტროგადამცემი „ჯვარი-ხორგა“-ს და 500კვ. ელექტროგადამცემი „კავკასიონის“ შეჭრის  მშენებლობის პროექტი მოიცავს 500/220 კვ ქვესადგურის მშენებლობას  ჯვარში,  220კვ ორჯაჭვა (56 კმ) ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას, რომელიც  აკავშირებს ხორგის 220კვ. და ჯვარის 500/220კვ. ქვესადგურებს და არსებული 500კვ. ელექტროგადამცემი ხაზის „კავკასიონის“ შეჭრას  ქვესადგურ ჯვარში (8 კმ).


პროექტის კომპონენტები
  • პაკეტი A – 500/220 კვ ქვესადგურის მშენებლობა ჯვარში;
  • პაკეტი B – 220 კვ ეგხ–ს მშენებლობა ქს ჯვარი– ქს ხორგა (56 კმ) და არსებული 500 კვ ეგხ კავკასიონის შეჭრა  ქს ჯვარში (8 კმ);
  • პაკეტი C – საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა-ზედამხედველობა;
  • პაკეტი D – სპეც. ტექნიკისა და იარაღების შესყიდვა;
  • პაკეტი E – ზესტაფონი 500 კვ. ქვესადგურისთვის რეაქტორისა და მარნეული 220 კვ. ქვესადგურისთვის ავტო ტრანსფორმატორის შესყიდვა.

პროექტი ხორციელდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) და ევროსაბჭოს სამეზობლო საინვესტიციო ფონდის (NIF) დაფინანსებით. პროექტის ფარგლებში დაქირავებულია პროექტის განმახორციელებელი გერმანული საკონსულტაციო კომპანია FICHTNER.


პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე ჰესებიდან ელექტროენერგიის გატანას დასავლეთ საქართველოს, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონისა და თურქეთის მიმართულებით. ამავდროულად, შესაძლებელს გახდის აღმოსავლეთ საქართველოსკენ ელექტროენერგიის მიწოდების ზრდას.