2013 წლის ნომებერში ენერგოტრანსში დაინერგა „საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემა“

0

საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემა არის ინოვაციური და პროგრესული პროდუქტი, რომელიც ბიზნეს-პროცესების მაქსიმალურ გამარტივებას და ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. სისტემა სამსახურებრივი დოკუმენტების ქაღალდის გამოუყენებლად მოძრაობის საშუალებას იძლევა. სისტემის მეშვეობით მარტივად ხდება დავალებების, მათზე რეაგირებისა და სხვა ორგანიზაციული საკითხების მუდმივი მონიტორინგის პროცესის განხორციელება.საოფისე დოკუმენტაციის ეფექტური ელექტრონული მართვა და საჭირო დოკუმენტებსა და დავალებებზე სწრაფი წვდომა არის კრიტიკული საკითხების დროული გამკლავების ერთ-ერთი აღიარებული და მიღებული გზა. დოკუმენტის სწრაფი ძებნა წერილზე რეგირების ოპერატიულობის გაზრდა შემოსული და გასული დოკუმენტების, ასევე შიდა მიმოწერის ერთიან ნუმერაციაში მოქცევა ვადაგადაცილებული და შეუსრულებელი წერილების კონტროლის შესაძლებლობა სტატისტიკური მონაცემების მარტივი შედგენა ფილტრების გამოყენებით პროგრამის მასშტაბით დოკუმენტების სწრაფი გადაადგილება სამუშაო დროის ეფექტურად გამოყენება რეზოლუციის მარტივად დადება დავალებების შემსრულებლებზე მარტივად გადანაწილება დოკუმენტების ქსეროქსზე გადამრავლების საჭირო დროისა და მატერიალური დანახარჯების შემცირება

Share.