ქსანი-სტეფანწმინდის ელექტროგადამცემი ხაზი

0

ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების ღია პროგრამა – მე-2 კომპონენტი:
ქს ქსანი – ყაზბეგის ურთიერთდამაკავშირებელი პროექტი

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს მთავარი 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოებას. სტეფანწმინდას (ყაზბეგის) მახლობლად მიმდინარეობს რამდენიმე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, რომელთა გეგმიური ჯამური დადგმული სიმძლავრე შეადგენს 400-500 მგვტს. ამ სიმძლავრის საქართველოს ენერგოსისტემაში ინტეგრირებისა და რუსეთის მიმართულებით ელექტროენერგიის გადადინების გაუმჯობესების მიზნით, იგეგმება ახალი 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის („ე.გ.ხ.“) აშენება ქ/ს „ქსანი“-დან სტეფანწმინდამდე.
ხაზის სიგრძე დაახლოებით 100 კმ-ია. დაგეგმილია ხაზის აშენება 500 კვ გაბარიტში. პირველ ეტაპზე ხაზი იმუშავებს 110 კვ ძაბვაზე, რაც უზრუნველყოფს სტეფანწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ინტეგრირებას საქართველოს ენერგოსისტემაში, კერძოდ ქს ქსანის 110 კვ ფრთაზე. პერსპექტივაში სტეფანწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე 500/110 კვ ქს მშენებლობის და რუსეთის სამხრეთ რეგიონებში 500 კვ-იანი ქსელის განვითარების პარალელურად, მოხდება ხაზის გადაყვანა 500 კვ-ზე, რაც შექმნის დამატებით 500 კვ-იან კავშირს რუსეთის ენერგოსისტემასთან.

 

Share.