ინფორმაცია საჯარო განხილვების შესახებ500კვ-იანი ქსანი-სტეფანწმინდა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტი

0

2015 წლის 24 ივლისიდან, სს. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა/შპს. “ენერგოტრანსი”, საქართველოს კანონდებლობისა და გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) დირექტივების შესაბამისად, იწყებს „500კვ-იანი ქსანი-სტეფანწმინდა ელექტროგადამცემი ხაზის“ მშენებლობისა და ექსპლოატაციის პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის საჯარო განხილვას. პროექტი გულისხმობს 500 კვ-იანი გადამცემი ხაზის (დაახ. 100 კმ) მშენებლობას, არსებულ ქსნის 500/220/110 კვ ქვესადგურსა და ასაშენებელ, სტეფანწმინდის 500/110 კვ ქვესადგურის დასაკავშირებლად

პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება ა.წ. 14 სექტემბერს, 11:00 სთ-ზე, მცხეთის რაიონის მუნიციპალიტეტის შენობის სააქტო დარბაზში, რომელიც მდებარეობს შემდეგ მისამართზე: ქ. მცხეთა, ანტიოქიის ქ. N7
ა.წ. 14 სექტემბერს, 15:00 სთ-ზე, დუშეთის რაიონის მუნიციპალიტეტის შენობის სააქტო დარბაზში, 2 სართულზე, შემდეგ მისამართზე: დუშეთის რაიონული ცენტრი, რუსთაველის ქ. N27.
ა.წ. 15 სექტემბერს, 12:00 სთ-ზე, ყაზბეგის რაიონის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში, 1 სართულზე, შემდეგ მისამართზე: დაბა სტეფანწმინდა, ალექსანდრე ყაზბეგის N1.
განსახილველი გზშ-ს ანგარიშის წინასწარი ვერსია და შესაბამისი დეტალური ინფორმაცია დაინტერესებულ მხარეთთვის ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართებზე:

დოკუმენტის ნაბეჭდი ვერსიები

გარემოს დაცვის სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზისა და ინსპექტირების დეპარტამენტი, ქ. თბილისი, გულუას ქ. №6
სს. “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” – ბარათაშვილის #2;
შპს. „ენერგოტრანსი“ -ბარათაშვილის N2;
ელექტრონული ვერსიები: ტომი 1; ტომი 2.

ტექნიკური რეზიუმე; არატექნიკური რეზიუმე.

დოკუმენტის ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია – www.gse.com.ge; www. energotrans.com.ge ; ინტერნეტ გვერდებზე
მცხეთის რაიონის მუნიციპალიტეტი
დუშეთის რაიონის მუნიციპალიტეტი
სტეფანწმინდის რაიონის მუნიციპალიტეტი
კომენტარები მიიღება ა/წ 29 ივლისიდან 9 სექტემბრის ჩათვლით, ელექტრომული ფორმით შემდეგ მისამართებზე: info@energotrans.com.ge; a.khetaguri@energotrans.com.ge; m.gikoshvili@energotrans.com.ge და

წერილობითი ფორმით მისამართზე: შპს. „ენერგოტრანსი“ -ბარათაშვილის N2;

Share.