ინფორმაცია საჯარო განხილვების შესახებ 500კვ-იანი ქსანი-სტეფანწმინდა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტი

0

ინფორმაცია საჯარო განხილვების შესახებ
500კვ-იანი ქსანი-სტეფანწმინდა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტი

2015 წლის 31 ივლისიდან, სს. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა/შპს. “ენერგოტრანსი”, საქართველოს კანონდებლობისა და გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) დირექტივების შესაბამისად, იწყებს „500კვ-იანი ქსანი-სტეფანწმინდა ელექტროგადამცემი ხაზის“ მშენებლობისა და ექსპლოატაციის პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის საჯარო განხილვას. პროექტი გულისხმობს 500 კვ-იანი გადამცემი ხაზის (დაახ. 100 კმ) მშენებლობას, არსებულ ქსნის 500/220/110 კვ ქვესადგურსა და ასაშენებელ, სტეფანწმინდის 500/110 კვ ქვესადგურის დასაკავშირებლად
1. პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება ა.წ. 24 სექტემბერს, 11:00 სთ-ზე, მცხეთის რაიონის მუნიციპალიტეტის შენობის სააქტო დარბაზში, რომელიც მდებარეობს შემდეგ მისამართზე: ქ. მცხეთა, ანტიოქიის ქ. N7
2. ა.წ. 24 სექტემბერს, 15:00 სთ-ზე, დუშეთის რაიონის მუნიციპალიტეტის შენობის სააქტო დარბაზში, 2 სართულზე, შემდეგ მისამართზე: დუშეთის რაიონული ცენტრი, რუსთაველის ქ. N27.
3. ა.წ. 25 სექტემბერს, 12:00 სთ-ზე, ყაზბეგის რაიონის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში, 1 სართულზე, შემდეგ მისამართზე: დაბა სტეფანწმინდა, ალექსანდრე ყაზბეგის N1.

განსახილველი გზშ-ს ანგარიშის წინასწარი ვერსია და შესაბამისი დეტალური ინფორმაცია დაინტერესებულ მხარეთთვის ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართებზე:
დოკუმენტის ნაბეჭდი ვერსიები
• გარემოს დაცვის სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზისა და ინსპექტირების დეპარტამენტი, ქ. თბილისი, გულუას ქ. №6
• სს. “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” – ბარათაშვილის #2
• შპს. „ენერგოტრანსი“ -ბარათაშვილის N2, I სართული

 

ელექტრონული ვერსიები: ტომი 1; ტომი2

ტექნიკური რეზიუმე; არატექნიკური რეზიუმე.

• დოკუმენტის ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია – www.gse.com.ge; www. energotrans.com.ge ; ინტერნეტ გვერდებზე
• მცხეთის რაიონის მუნიციპალიტეტი
• დუშეთის რაიონის მუნიციპალიტეტი
• სტეფანწმინდის რაიონის მუნიციპალიტეტი

კომენტარები მიიღება განცხადების გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში, ელექტრომული ფორმით შემდეგ მისამართებზე: info@energotrans.com.ge; a.khetaguri@energotrans.com.ge; m.gikoshvili@energotrans.com.ge და
წერილობითი ფორმით მისამართზე: შპს. „ენერგოტრანსი“ -ბარათაშვილის N2, I სართული

 

Share.