განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ

0

შპს   ,,ენერგოტრანსი“ აცხადებს ტენდერს  ეგხ. ვარძიის ქვესადგურ მარნეული 500-ში შეჭრის პროექტისათვის საძირკვლების და მასთან დაკავშირებული ლითონნაკეთობების შესყიდვაზე ქვემოთ მოცემულ სახეობებსა და რაოდენობებზე:

 

 

რკინაბეტონის საძირკვლის ბლოკები და ფილები
#  დასახელება  ტიპი რაოდენობა განზომილების ერთეული ერთეულის მოცულობა მ3 საერთო მოცულობა მ3
1 საძირკველი Ф2-05 4 ცალი 0.95 3.8
2 საძირკველი Ф3-А5M 30 ცალი 1.8 54
3 საძირკველი Ф5-А5M 18 ცალი 2.50 45
4 საძირკველი Ф6-А5M 12 ცალი 2.7 32.4
5 საანკერო ფილა ПА2-2 4 ცალი 0.89 3.56
6 მისატვირთი ფილა ПН-1-А 24 ცალი 0.76 18.24
სულ რკინა-ბეტონის კონსტრუქციები 157
ლითონნაკეთობები
#  დასახელება  ტიპი რაოდენობა განზომილების ერთეული ერთეულის წონა, კგ საერთო წონა, კგ
1 ფოლადის ანკერი А2-1 8 ცალი 58.0 464
2 გამანაწილებელი შუასადები Ϭ-12 60 ცალი 12.8 768
3 საანკერო ჭანჭიკი 2 ქანჩით და 1 საყელურით M42-200  240 კომპლ. 6 1440
4 საანკერო ჭანჭიკი 2 ქანჩით და 2 საყელურით M36X220  144 კომპლ. 3.2 460.8
სულ ლითონნაკეთობები 3132.8

 

          შენიშვნა:

          რკინაბეტონის საძირკვლები უნდა შეიღებოს ორი ფენა ბიტუმის ხსნარით.

  • საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს იალღუჯის მთაზე მდებარე მარნეულის ქვესადგური 220-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დამკვეთის მიერ მითითებულ წერტილებში (დეტალური კოორდინატები (სიტუაციური გეგმა) მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში). საქონლის სრულად მოწოდების სასურველი ვადაა 45 კალენდარული დღე ხელშეკრულების გაფორმებიდან. საქონელის მოწოდება შესაძლებელია განხორციელდეს ეტაპობრივად.
  • საქონლის ღირებულება უნდა ითვალისწინებდეს ყველა ხარჯს, მათ შორის: ტრანსპორტირების და დატვირთვა/ჩამოცლის ხარჯს და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.
  • ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, ფაქტიურად მოწოდებულ საქონელზე გაფორმებული მიღება–ჩაბარების აქტისა და შესაბამისი ანგარიშფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) კალენდარულ დღეში. შესაძლებელია საავანსო გადახდა სატენდერო დოკუმენტში მითითებული პირობებით.
  • სატენდერო წინადადების  ფასის კლების ბიჯი ზეპირ ვაჭრობისას (,,შემდგომში– ბიჯი“) თითოეული ეტაპისათვის შეადგენს არანაკლებ 2000 (ორი ათასი) ლარს.
  • საქონლის ან/და გამოსაყენებელი მასალების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს ეროვნულ ან/და საერთაშორისო სტანდარტებს ან გოსტს ან ევროპულ ნორმებს (EN) პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი – ხარისხის სერტიფიკატი ან/და დამამზადებელი ქარხნის პასპორტი. საქონელი უნდა იყოს ახალი, ექსპლუატაციაში არ მყოფი.
  • საქონელს უნდა ჰქონდეს გარანტია, რომ მიწოდებული საქონელი მისი ექსპლუატაციის ნორმების დაცვის შემთხვევაში, არ გამოავლენს დეფექტებს. საგარანტიო ვადა უნდა იყოს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან არანაკლებ 7 (შვიდი) წელი.

აუცილებელი პირობა:

შესყიდვის განხორციელებისას გამოყენებული იქნება სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, სატენდერო წინადადების 3%-ის ოდენობით. ასევე გამოყენებული იქნება ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფა (საბანკო გარანტია) სახელშეკრულებო ღირებულების 5% -ის ოდენობით.

დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო დოკუმენტაციის მიღებისათვის საფასური 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით უნდა გადაიხადონ შპს ,,ენერგოტრანსის“ შემდეგ ანგარიშზე: სს ლიბერთი ბანკი, ბანკის კოდი: LBRTGE22, ა/ა #GE98LB0113117903752000 და მიუთითონ გადახდის მიზნობრიობა, მიუთითონ ტენდერის #T-03G-03/2015.

სატენდერო დოკუმენტაციის მიღებისათვის პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ  500 ლარიანი გადახდის დამადასტურებელი ქვითარი შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ბარათაშვილის ქუჩა #2, შპს ,,ენერგოტრანსი“, 1-ლი სართული, რის შემდგომაც მათ გადაეცემათ ქართულ ენაზე შედგენილი სატენდერო დოკუმენტაცია განცხადების გამოქვეყნებიდან 2015  წლის  21 სექტემბრის 18:00 საათამდე.

 სატენდერო  წინადადება და საკვალიფიკაციო მონაცემები პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინოს 2015 წლის 22 სექტემბრის 15:00 საათამდე თბილისის დროით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ბარათაშვილის ქუჩა #2, შპს  ,,ენერგოტრანსი“, 1-ლი სართული.

 სატენდერო  წინადადებების გახსნა პრეტენდენტების თანდასწრებით მოხდება 2015 წლის 22 სექტემბერს 15:00 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ბარათაშვილის ქუჩა #2, შპს  ,,ენერგოტრანსი“, 1-ლი სართული.

ტენდერში მონაწილეობისათვის პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საკვალიფიკაციო მონაცემები და  დოკუმენტები:

)   კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის და ინდ. მეწარმეებისათვის:

  1. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
  2. ცნობა საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შესახებ (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან);
  3. პრეტენდენტის რეკვიზიტები: მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო რეკვიზიტები, ტელეფონის ან/და ფაქსის ნომრები.

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის:

  1. ცნობა საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შესახებ (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან);
  2. პრეტენდენტის რეკვიზიტები: მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო რეკვიზიტები, ტელეფონის ან/და ფაქსის ნომრები.

გ) ფიზიკური პირისათვის:

  1. ცნობა საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შესახებ (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან);
  2. პრეტენდენტის რეკვიზიტები: მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო რეკვიზიტები, ტელეფონის ან/და ფაქსის ნომრები.

 შენიშვნა: პრეტენდენტს არ უნდა გააჩნდეს ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა.

ქვეკონტრაქტორი არ გამოიყენება.

ზემოაღნიშნული საკვალიფიკაციო მონაცემები წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე, ხოლო უცხო ქვეყნის იურიდიული და ფიზიკური პირის მიერ საკვალიფიკაციო მონაცემები წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისის ქვეყნის სათანადო ორგანოდან დადგენილი წესის შესაბამისად  დამოწმებული ქართული თარგმანის სახით.

 სატენდერო წინადადება, აგრეთვე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია და დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე (გარდა სერტიფიკატებისა და ქარხანა-დამამზადებლის პასპორტების ასლებისა), ასევე დასაშვებია ინგლისურ და რუსულ ენებზე, იმ პირობით, თუ მას თან დაერთვება ზუსტი თარგმანი ქართულ ენაზე. ამ შემთხვევაში, მოცემული მოცემული სატენდერო წინადადების ინტერპრეტაციის დროს, უპირატესობა მიენიჭება ქართულ თარგმანს.

სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დახურულ კონვერტში, შემდეგი აღნიშვნით: პრეტენდენტის დასახელება, შპს „ენერგოტრანსის“ სატენდერო კომისიას. ტენდერი  # T03G-03/2015.

სატენდერო წინადადებები არ ჩაითვლება მისაღებად და არ დაიშვება შეფასებისათვის შემდეგ შემთხვევებში:

ა)   თუ პრეტენდენტის მიერ არ არის წარმოდგენილი ყველა საჭირო დოკუმენტი (თანმხლები დოკუმენტების ჩათვლით) ან/და ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში ნიმუში;

ბ)         თუ სატენდერო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტი ვერ შეძლებს  ან არ მოახდენს სატენდერო განცხადებით მოთხოვნილი საკვალიფიკაციო მონაცემების დაზუსტებას,  შევსებას, წარდგენას ან ხელახალ დადასტურებას;

გ)    თუ პრეტენდენტი არ დათანხმდება სატენდერო კომისიის მიერ მის სატენდერო წინადადებაში აღმოჩენილი მექანიკური შეცდომების გასწორებას;

დ)        თუ სატენდერო წინადადება ან/და საკვალიფიკაციო მონაცემები  არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციით ან/და ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

ე)         თუ შესყიდვის პროცედურების დროს ადგილი ექნება პრეტენდენტის არაკეთილსინდისიერ ქმედებას;

ვ)         თუ შესყიდვის პროცედურებში მონაწილე პირის მიერ წარმოდგენილი მონაცემები ან/და მათი დამადასტურებელი დოკუმენტები ყალბი აღმოჩნდება.

 პრეტენდენტის სატენდერო წინადადების სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში დასაშვებია სატენდერო წინადადება დაზუსტდეს, შეივსოს ან წარდგენილ იქნეს სატენდერო განცხადებაში მოთხოვნილი საკვალიფიკაციო  დოკუმენტაცია ან სატენდერო წინადადება მისი არსის შეუცვლელად, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში  სატენდერო წინადადება შეფასებაზე  არ დაიშვება.

ზეპირი ვაჭრობის დროს არ დაიშვება  სატენდერო წინადადების ფასის გაზრდა.

პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი სატენდერო წინადადება.

ალტერნატიული სატენდერო წინადადებები არ დაიშვება.

ზეპირი ვაჭრობის ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი, ბარათაშვილის ქ. #2, შპს ,,ენერგოტრანსი“, 1-ლი სართული.

აღნიშნულ ტენდერში შესაძლებელია მხოლოდ ერთი გამარჯვებულის გამოვლენა.

დაგვიანებით შემოსულ სატენედერო წინადადებებს სატენდერო კომისია არ განიხილავს და გაუხსნელად უბრუნებს წარმომდგენ პირს.

ტენდერში მონაწილეობის მსურველ პირებს  უფლება აქვთ გაეცნონ სატენდერო დოკუმენტაციას სატენდერო დოკუმენტაციის გატანის ვადის დასრულებამდე ,,შემსყიდველ“ ორგანიზაციაში. განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ ასევე გამოქვეყნდება შემსყიდველის ვებ-გვერდზე: www.energotrans.com.ge.

დამატებითი ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ბარათაშვილის ქუჩა #2, შპს „ენერგოტრანსი“.

საკონტაქტო პირი:  შესყიდვების მენეჯერი თეა ტორიაშვილი, ტელ: 577625485,   ელ. ფოსტა: t.toriashvili@energotrans.com.ge;

 აღნიშნული ტენდერი ტარდება  შპს ,,ენერგოტრანსის” მიერ საქონლის, მომსახურების და სამუშაოების შესყიდვის წესის  შესაბამისად.

Share.