ინფორმაცია საჯარო განხილვების შესახებ 500კვ-იანი ვარძია ელექტროგადამცემი ხაზის სექციის, მარნეულის ქვესადგურში შესვლისა და გამოსვლის მშენებლობის პროექტი

0

2015 წლის 9 სექტემბრიდან შპს. “ენერგოტრანსი”, საქართველოს კანონდებლობის შესაბამისად, იწყებს „500კვ-იანი ვარძია ელექტროგადამცემი ხაზის სექციის, მარნეულის ქვესადგურში შესვლისა და გამოსვლის“   მშენებლობის პროექტის, ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის საჯარო განხილვას.

პროექტი გულისხმობს 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის „ვარძიას“ სექციის (დაახ. 1,6 კმ) მარნეულის ქვესადგურში შესვლისა და გამოსვლის (იმავე 500 კვ-იანი „ვარძია“-სთან მიერთებით) მშენებლობას.

პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის საჯარო განხილვა  გაიმართება ა.წ. 30 ოქტომბერს, 12:00 სთ-ზე, მარნეულის  რაიონის მუნიციპალიტეტის შენობის სააქტო დარბაზში, რომელიც მდებარეობს შემდეგ მისამართზე:  ქ. მარნეული, რუსთაველის ქ. N73, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობა, II სართული.

განსახილველი გზშ-ს ანგარიშის წინასწარი ვერსია და შესაბამისი დეტალური ინფორმაცია დაინტერესებულ მხარეთთვის ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართებზე:

დოკუმენტის ნაბეჭდი ვერსიები

  • გარემოს დაცვის სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზისა და ინსპექტირების დეპარტამენტი, ქ. თბილისი, გულუას ქ. №6
  • შპს. „ენერგოტრანსი“ -ბარათაშვილის N2, I სართული

ელექტრონული ვერსიები

კომენტარები მიიღება ა/წ 10 სექტემბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით, ელექტრონული ფორმით  შემდეგ მისამართებზე: info@energotrans.com.ge; a.khetaguri@energotrans.com.ge;  m.gikoshvili@energotrans.com.ge  და

წერილობითი ფორმით მისამართზე: შპს. „ენერგოტრანსი“ -ბარათაშვილის N2.

Share.