მოწვევა ტენდერებზე – ჯვარი-ხორგას პროექტი, პაკეტი “ე” – ზესტაფონის რეაქტორი და მარნეულის ტრანსფორმატორი

0

მოწვევა ტენდერებზე

საქართველო       

ჯვარი-ხორგას პროექტი, პაკეტი “ე”

ზესტაფონის რეაქტორი და მარნეულის ტრანსფორმატორი

ლოტი ა: ცვლადი ელ. მშუნტავი რეაქტორი ზესტაფონის ქვე-სადგურში

ლოტი ბ: ტრანსფორმატორი მარნეულის ქვე-სადგურში

მოცემული მოწვევა ტენდერებზე შეესაბამება აღნიშნული პროექტის ზოგადი შესყიდვების შეტყობინებას, რომელიც 2013 წ. 2 მაისს გამოქვეყნდა შესყიდვების შესაძლებლობებში: (Procurement Opportunities: http://www.ebrd.com)

სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ (სსე/შპს ენერგოტრანსი) მიიღო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (ბანკი) სესხი, ჯვარი-ხორგას დამაკავშირებელი პროექტის ღირებულებასთან მიმართებაში.

კონტრაქტით გათვალისწინებლი საქმიანობა მოიცავს პროექტირებას, საინჟინრო საქმიანობას, წარმოებას, ასევე ტრანსპორტირებას სამშენებლო მოედნამდე, ატვირთვას, დროებით შენახვას, ინსტალაციას და ექსპლოატაციაში გაშვებას, ელ. მომარაგების სამუშაოებს და მომსახურების დასრულებას თითოეულ ასპექტში, რაც დეტალურად და ზუსტად არის მოცემული დამკვეთის მოთხოვნებში, ლოტების შესაბამისად:

  • ლოტი ა: 500 კვ ზესტაფონის არსებული ქვესადგურის გაფართოება ახალი ცვლადი ელ. მშუნტავი რეაქტორით, ცვლადი რეაქტიული სიმძლავრის შესაბამის რეგულატორთან ერთად;
  • ლოტი ბ: 200 კვ მარნეულის არსებული ქვე-სადგურის გაფართოება ახალი ტრანსფორმატორით.

ტენდერის მონაწილეებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება ტენდერში როგორც ერთი, ასევე ორივე ლოტისთვის. თითოეული ლოტისთვის ხელშეკრულება გაფორმდება ცალ-ცალკე. ერთ ლოტზე მეტი ლოტის შემთხვევაში, ტენდერი შესაძლოა ითვალისწინებდეს ფასდაკლებებს, რაც გათვალისწინებული იქნება ტენდერების შეფასების პროცესში.

ყველა სახის სამუშაოების პროექტირება, წარმოება, ინსტალაცია, ტესტირება და ექსპლოატაციაში გაშვება მოხდება სატენდერო დოკუმენტებით განსაზღვრული ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების, რეგულაციების, საპროექტო სახელმძღვანელოების და პრაქტიკის შესაბამისად.

ტენდერის მონაწილემ დამკვეთის წინაშე უნდა მოახდინოს იმ ფაქტის დემონსტრირება, რომ ის ძირითადად აკმაყოფილებს ქვემოთ წარმოდგენილ პოსტ-საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოცდილებასთან, პერსონალთან, აღჭურვილობასთან, ქმედითუნარიანობასთან, ფინანსურ მდგომარეობასთან და სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით, რაც მოცემულია სატენდერო მონაცემების პარაგრაფში 3.2 (იხ. ასევე ტომი I, მონაკვეთი V ii). ძირითადი საკვალიფიკაციო კრიტერიუმები, სხვა კრიტერიუმებთან ერთად,  მოცემულია ქვ.:

ზოგადი გამოცდილება: ლოტი ა ან ბ. ტენდერის მონაწილის საშუალო წლიური ბრუნვა (წლიური შემოსავალი, გამოხატული განსაზღვრული ვალუტის ექვივალენტში) ბოლო ხუთი (5) წლის განმავლობაში უნდა შეადგენდეს 9,500,000.00 ევროს ექვივალენტს.

შესაბამისად, ორივე ლოტის ტენდერში მონაწილეობის მისაღებად, ტენდერის მონაწილის საშუალო წლიური ბრუნვა უნდა შეადგენდეს 19,000,000.00 ევროს, ბოლო ხუთი (5) წლის განმავლობაში.

კონკრეტული გამოცდილება ლოტისთვის ა, ან ლოტისთვის ბ: ტენდერის მონაწილემ უნდა დააკმაყოფილოს ქვემოთ წარმოდგენილი მინიმალური კრიტერიუმები:

(ა) ბოლო ხუთი (5) წლის განმავლობაში ობიექტის აღმართვის და ექსპლოატაციაში გაშვების მინიმუმ სამი (3) კონტრაქტის განხორციელების წარმატებული გამოცდილება (ძირითადი, ან ერთობლივი საწარმოს შემთხვევაში  – წამყვანი პარტნიორის სახით) – 220 კვ ან მეტი სიმძლავრის მაღალი ძაბვის ქვე-სადგურების სფეროში, შემოთავაზებულ კონტრაქტთან შედარებით არსებულ სიდიდესთან მიმართებაში. შეფასების განხორციელების მიზნით, თითოეული ზემოთ აღნიშნული კონტრაქტით გათვალისწინებული უნდა იყოს მაღალი ძაბვის ქვე-სადგურების უზრუნველყოფის და ინსტალაციის წარმატებული დასრულება, რომლის ღირებულება არ უნდა იყოს 4,500,000.00 ევროს ექვივალენტზე დაბალი, თითოეულ კონტრაქტთან მიმართებაში.

კონკრეტული გამოცდილება ლოტისთვის ა: (ბ) მინიმუმ სამი (3) კონტრაქტის განხორციელების წარმატებული გამოცდილება (ძირითადი კონტრაქტორის, ან ქვე-კონტრაქტორის სახით), რომელიც მოიცავს მინიმუმ სამი (3) 400 კვ ელ. მშუნტავი რეაქტორების (3-ფაზიანი ერთეულების) პროექტირებას, მომარაგებას და მოწყობას, ბოლო ხუთი (5) წლის განმავლობაში. შეფასების განხორციელების მიზნით, აღნიშნული კონტრაქტების ფასები თითოეულ კონტრაქტთან მიმართებაში არ უნდა იყოს 2,000,000.00 მილიონი ევროს ექვივალენტ ღირებულებაზე ნაკლები.

კონკრეტული გამოცდილება ლოტისთვის ბ: (გ) მინიმუმ სამი (3) კონტრაქტის განხორციელების წარმატებული გამოცდილება (ძირითადი კონტრაქტორის, ან ქვე-კონტრაქტორის სახით), რომელიც მოიცავს მინიმუმ ხუთი (5) 125 მვა ელ. ძალური ტრანსფორმატორების პროექტირებას, მომარაგებას და მოწყობას ბოლო ხუთი (5) წლის განმავლობაში. შეფასების განხორციელების მიზნით, აღნიშნული კონტრაქტების ფასები თითოეულ კონტრაქტთან მიმართებაში არ უნდა იყოს 1,500,000.00 მილიონი ევროს ექვივალენტ ღირებულებაზე ნაკლები.

შესაბამისი დასაბუთების სახით წარმოდგენილი უნდა იყოს ბოლო 5 წლის შესაბამისი დამოწმებების ჩამონათვალი, ტესტირების სახეობების ანგარიშები და დამკვეთის სერთიფიკატები და/ან მიღება-ჩაბარების აქტები.

პერსონალი: პროექტის მენეჯერს უნდა ჰქონდეს (i) სულ მინიმუმ 15 წლიანისამუშაო გამოცდილება; (ii) მსგავსი სახის სამუშაოებისმინიმუმ 10 წლის გამოცდილება და (iii) მსგავსი სახის სამუშაოების მენეჯერის პოზიციაზე – 8-წლიანი სამუშაო გამოცდილება.

მშენებლობის/საველე მენეჯერს უნდა ჰქონდეს (i) სულ მინიმუმ 15 წლიანი სამუშაო გამოცდილება, (ii) მსგავსი სახის სამუშაოების განხორციელების მინიმუმ 7 წლიანი გამოცდილება და (iii) როგორც მსგავსი სახის სამუშაოების მენეჯერს –  5-წლიანი სამუშაო გამოცდილება.

მთავარ კონსტრუქტორს, ინჟინერ-მშენებელს და გარემოს დაცვის/ჯანმრთელობის და უსაფრთხოების/ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტს უნდა ჰქონდეთ სულ მინიმუმ 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება და მსგავსი სახის სამუშაოების მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება.

პირველადი შერჩევის კანდიდატი და ალტერნატიული კანდიდატი თითოეულ ლოტთან მიმართებაში წარმოდგენილი იქნება ცალ-ცალკე.

აღჭურვილობა: შემოთავაზებული კონტრაქტის ფარგლებში, საქართველოში გამოყენების მიზნით, ტენდერის მონაწილე უნდა ფლობდეს, ან უნდა ჰქონდეს წვდომა მაღალი ძაბვის ტესტირების აღჭურვილობაზე, მეორად ელ. წრედებზე და დამცავი რელეების ტესტირების აღჭურვილობასა და ავტომატური ძაბვის მარეგულირებელი ტესტირების Aაღჭურვილობაზე. აღჭურვილობა არ უნდა იყოს ხუთ (5) წელზე მეტი ხნის. ტენდერის მონაწილეს შეუძლია წარმოადგინოს ალტერნატიული აღჭურვილობის ჩამონათვალიც. თენდერის მონაწილის მიერ ტენდერის ორივე ლოტისთვის წარმოდგენის შემთხვევაში, აღჭურვილობა თითოეული ლოტისთვის წარმოდგენილი უნდა იყოს ცალ-ცალკე.

ფინანსური მდგომარეობა: ტენდერის მონაწილემ უნდა აჩვენოს, რომ მას აქვს წვდომა მშენებლობის ფულად მიმოქცევაზე, კონტრაქტის 6 (ექვსი)-თვიანი პერიოდის განმავლობაში, რომლის ღირებულება ლოტისთვის ა:უნდა იყოს მინიმუმ 1,200,000.00 ევროს ექვივალენტი, ლოტისთვის ბ: მინიმუმ 500,000.00 ევროს ექვივალენტი, ხოლო ორივე ლოტისთვის: მინიმუმ 1,700,000.00 ევროს ექვივალენტი, ტენდერის მონაწილის სხვა კონტრაქტებით განსაზღვრული ვალდებულებების გათვალისწინებით. არსებული ვალდებულებების საფუძველზე, ტენდერის მონაწილემ ასევე უნდა წარმოადგინოს მომდევნო 2 წლისთვის დაგეგმილი აქტივების და ფულადი ვალდებულებების შემაჯამებელი ინფორმაცია. ყველა სახის ფინანსური განაცხადი დამოწმებული უნდა იყოს დამოუკიდებელი ბუღალტერის მიერ.

დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობა: სასამართლო დავის და/ან საარბიტრაჟო გადაწყვეტილების არსებობამ ტენდერის მონაწილის, ან ერთობლივი საწარმოს რომელიმე პარტნიორის საწინააღმდეგოდ, ან ხელშეკრულებებით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობა მათი მხრიდან, შესაძლოა გამოიწვიოს განაცხადის ჩავარდნა.

უფრო მეტიც, იმ შემთხვევაში, თუ ტენდერის მონაწილეს კანონით, ან დამკვეთის ქვეყნის ოფიციალური რეგულაციით, ან ბანკის მიერ, ოფიციალურად აქვს ჩამორთმეული საკონტრაქტო საქმიანობის უფლება, დამკვეთს შეუძლია, რომ არ გააფორმოს კონტრაქტი ტენდერის ასეთ მონაწილესთან, დამკვეთს აქვს უფლება, რომ არ მიიღოს მისი განაცხადი.

არსებული ვალდებულებები და განხილვის პროცესში არსებული კონტრაქტები: ტენდერის მონაწილე ვალდებულია, რომ წარმოადგინოს ინფორმაცია არსებული საკონტრაქტო ვალდებულებებისა და განხილვის პროცესში არსებული კონტრაქტების შესახებ.

დამკვეთს შეუძლია არ მიიღოს განაცხადი იმ შემთხვევაში, თუ კონტრაქტის პარალელურად განსახორციელებელი ვალდებლებების დონე 1.2 ფაქტორით აღემატება ტენდერის მონაწილის წლიურ ბრუნვას წინა წლისთვის.

კონკრეტული მოთხოვნები ერთობლივ საწარმოსთან მიმართებაში:

ერთობლივი საწარმო ვალდებულია, რომ ერთობლივად დააკმაყოფილოს ზემოთ აღნიშნული ყველა კრიტერიუმი, რისთვისაც მოხდება თითოეული პარტნიორის შესაბამისი მონაცემების დამატება, ერთობლივი საწარმოს მთლიანი ქმედითუნარიანობის განსაზღვრის მიზნით.

თითოეული პარტნიორი უნდა აკმაყოფილებდეს ზემოთ ხსენებული საკვალიფიკაციო კრიტერიუმების მინიმუმ 30%-ს.

თითოეულმა პარტნიორმა უნდა დააკმაყოფილოს დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ისტორიასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

ინდივიდუალური ფორმების წარმოდგენა თითოეულ ლოტთან მიმართებაში მოხდება ცალ-ცალკე. დამატებითი დეტალები პოსტ-საკვალიფიკაციო მიზნებთან მიმართებაში წარმოდგენილია ტომში I, სატენდერო მონაცემები, პარაგრაფი 3.2.

ტენდერი კონტრაქტებისთვის, რომელთა დაფინანსება მოხდება ბანკის მიერ გაცემული სასესხო სახსრებით, ღიაა ყველა ქვეყნის კომპანიისთვის. ბანკის სასესხო სახსრები არ უნდა იქნას გამოყენებული იმ პირების, ან საწარმოების მიმართ, ან საქონლის ისეთი იმპორტის მიზნით, რომლის გადახდა, ან იმპორტი აკრძალულია გაერთიანებული ერების უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, გაერთიანებული ერების დებულების 7-ე თავის შესაბამისად.

სატენდერო დოკუმენტების მიღება შესაძლებელია ქვემოთ წარმოდგენილ მისამართზე, არ-ანაზღაურებადი 500.00 ევროს გადახდის საფუძველზე. გადახდა უნდა განხორციელდეს ენერგოტრანსის ანგარიშზე:

ლიბერთი ბანკი, თბილისი, საქართველო

სვიფტ კოდი: LBRTGE22

ანგარიში: GE87LB0113117903752004

მედიატორი 1:

სს დოიჩე ბანკი, ფრანკფურტი, გერმანია

სვიფტ კოდი: DEUTDEFF

ანგარიში: 100-9477233-0000

მედიატორი 2:

სს კომერცბანკი  (Commerzbank AG)

სვიფტ კოდი: COBADEFF

ანგარიში: 400-8864068-00

მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია დოკუმენტების სწრაფი გაგზავნა კურიერის მიერ, თუმცა პასუხისმებლობა დოკუმენტების დაკარგვაზე, ან დაგვიანებით მიწოდებაზე არ არის გათვალისწინებული.

ყველა ტენდერს თან უნდა ახლდეს სატენდერო გარანტია შემდეგ თანხებზე: ლოტი “ა”: 200,000.00 ევრო, ლოტი “ბ”: 80,000.00 ევრო, ან აღნიშნული თანხების ექვივალენტი კონვერტირებად ვულატაში. “ა” და “ბ” ლოტებისთვის მონაწილეობის მიღების შემთხვევაში, ორივე გარანტიის წარმოდგენა უნდა მოხდეს ინდივიდუალურად. ტენდერების წარმოდგენა მოხდება ქვემოთ წარმოდგენილ მისამართზე 2015 წ. 10 დეკემბერს, 15:00 საათზე ადგილობრივი დროით, ან მანამდე. აღნიშნულ დღეს მოხდება მათი გახსნა ტენდერის მონაწილეების იმ წარმომადგენლების თანდასწრებით, რომელნიც მოისურვებენ დასწრებას.

ტენდერის მომავალ მონაწილეებს დამატებითი ინფორმაციის მიღება, სატენდერო დოკუმენტების შემოწმება და შეძენა შეუძლიათ ქვემოთ მოცემულ მისამართზე:

შპს ენერგოტრანსი

ბარათაშვილის ქუჩა #2

თბილისი, 0105, საქართველო

ბ-ნი კ. სეხნიაშვილი

დირექტორი

ტელ.: +995 32 510391

ფაქსი: +995 32 510315

ელ. ფოსტა: m.gikoshvili@energotrans.com.ge

Share.