მოწვევა სატენდერო წინადადების წარსადგენად/Invitation for Bids

0

Invitation for Bids -ENG

 

საქართველო      

 

მცირე მოცულობის სამუშაოების შესყიდვა

                                                     

დახურული ტიპის გარაჟის და სასაწყობე მეურნეობის მშენებლობა სენდვიჩ პანელებით „ახალციხის 500/400/200“ ქვესადგურის ტერიტორიაზე

 

ტენდერის # ET Small Works 01-2016

 

შავი ზღვის გადამცემი ქსელის პროექტის ფარგლებში

 

 

შპს „ენერგოტრანსი“, შემდგომში – „დამკვეთი“, აპირებს ევროპის საინვესტიციო ბანკისგან („ბანკი“) მიღებული სესხის სახსრების ნაწილის გამოყენებას მცირე მოცულობის სამუშაოების „დახურული ტიპის გარაჟის და სასაწყობე მეურნეობის მშენებლობა სენდვიჩ პანელებით „ახალციხის 500/400/200“ ქვესადგურის ტერიტორიაზე“, ტენდერის # ET Small Works 01-2016 შესყიდვისათვის, შავი ზღვის გადამცემი ქსელის პროექტის ფარგლებში.

 

 

დამკვეთი იწვევს ტენდერის უფლებამოსილ მონაწილეებს დალუქული სატენდერო წინადადებების წარმოსადგენად, ზემოთ მოცემულ კონტრაქტებთან მიმართებაში, რომელიც დაფინანსდება სესხის სახსრების ნაწილით:

 

სამუშაოები მოიცავს: მიწის სამუშაოებს, ლითონის სამუშაოებს, კედლების, სახურავის, კარებების და ფანჯრების სამუშაოებს, შიდა და გარე წყალმომარაგების და კანალიზაციის სამუშაოებს და ენერგო მომარაგების, ასევე ხანძარსაწინააღმდეგო და სავენტილაციო სამუშაოებს. სამუშაოების დეტალური აღწერა წარმოდგენილია მოცემული კონტრაქტის მე-VII ნაწილში: „ტექნიკური სპეციფიკაციები“.

 

ტენდერი კონტრაქტებისათვის, რომელთა დაფინანსება გათვალისწინებულია ბანკის სასესხო სახსრების ნაწილით, ღიაა კომპანიებისთვის ყველა ქვეყნიდან. ბანკის სასესხო სახსრების გამოყენება პირების, ან ორგანიზაციების მიმართ გადახდების განხორციელების, ან საქონლის იმპორტირების მიზნით არ მოხდება იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული გადახდა, ან იმპორტი აკრძალულია გაერთიანებული ერების უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვეტილებით, გაერთიანებული ერების წესდების მე-7 ნაწილის შესაბამისად.

 

 

სატენდერო დოკუმენტის მიღება შესაძლებელია ქვემოთ მოცემულ მისამართზე, არანაზღაურებადი 150 ევროს, ან კონვერტირებად ვალუტაში აღნიშნული თანხის ექვივალენტი მოცულობის თანხის გადახდის საფუძველზე. გადახდა განხორციელდება შემდეგ ანგარიშზე:

 

ლიბერთი ბანკი, თბილისი, საქართველო

სვიფტ კოდი: LBRTGE22

ანგარიში: GE87LB0113117903752004

მედიატორი 1:

სს „დოიჩე ბანკი“ (Deutsche Bank AG), ფრანკფურტი, გერმანია

სვიფტ კოდი: DEUTDEFF

ანგარიში: 100-9477233-0000

Mმედიატორი 2:

სს „კომერცბანკი“  (Commerzbank AG)

სვიფტ კოდი: COBADEFF

ანგარიში: 400-8864068-00

 

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერის მონაწილე საქართელოს რეზიდენტია, 150 ევროს გადახდა მოხდება აღნიშნული ოდენობის თანხის ექვივალენტი მოცულობით ლარში. კალკულაცია მოხდება გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მოქმედი სავალუტო კურსის საფუძველზე. გადახდა განხორციელდება შემდეგ ანგარიშზე:

 

GE98LB0113117903752000 (ლარის ანგარიში)

 

არ-ანაზღაურებადი გადასახადის გადახდის დამადასტურებელი საბუთის მიღების შემდეგ, დოკუმენტის გაგზავნა მოხდება დაუყოვნებლივ, კურიერის საშუალებით, თუმცა პასუხისმგებლობა დანაკარგის, ან დაგვიანებული მიწოდებისთვის გათვალისწინებული არ არის.  მოთხოვნის შემთვევაში შესაძლებელია დოკუმენტების გაგზავნა ელექტრონულად, ტენდერის პოტენციური მონაწილის მიერ არ-ანაზღაურებადი გადასახადის გადახდის დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენის შემდეგ. დოკუმენტების ელექტრონულ და მყარ ვერსიებს შორის არსებული განსხვავების შემთვევაში, უპირატესობა მიენიჭება მყარ (ბეჭდურ) ვერსიას.

 

ყველა სატენდერო წინადადებას თან უნდა ახლდეს სატენდერო წინადადების გარანტია. სატენდერო წინადადების გარანტიის მოცულობა შეადგენს 3000 (სამი ათასი) ევროს.

 

სატენდერო წინადადებების წარმოდგენა უნდა მოხდეს ოფისში, ქვემოთ მოცემულ მისამართზე, არა უგვიანეს 2016 წლის 29 აგვისტოს 15:00 საათისა, ადგილობრივი დროით, ან უფრო ადრე. აღნიშნულ დღეს და დროს მოხდება მათი გახსნა, ტენდერის მონაწილეების იმ წარმომადგენლების თანდასწრებით, რომლებიც მოისურვებენ დასწრებას.

 

ტენდერის პოტენციურ მონაწილეებს დამატებითი ინფორმაციის მიღება, ასევე სატენდერო დოკუმენეტების გადახედვა და შეძენა შეუძიათ ქვემოთ მოცემულ მისამართზე:

           

შპს „ენერგოტრანსი“

ბარათაშვილის ქ. #2

თბილისი, 0105, საქართველო

ადრესატი: ბ-ნი კ. სეხნიაშვილი

დირექტორი

ტელ.: +995 32 510391A

ელ.ფოსტა: m.gikoshvili@energotrans.com.ge

Share.