სატენდერო განცხადება

0

სატენდერო განცხადება

შპს „ენერგოტრანსისთვის“ ახალციხის 63 მვა 400/11/10.5 ტრანსფორმატორის  სარემონტო მომსახურების შესყიდვის შესახებ

 

შპს „ენერგოტრანსი“ აცხადებს ახალციხის 63 მვა 400/11/10.5 ტრანსფორმატორის სარემონტო  მომსახურების შესყიდვის ტენდერს.

 

სატენდერო პროცედურა ჩატარდება შპს „ენერგოტრანსის“ „საქონლის, მომსახურების და სამუშაოების შესყიდვის წესის“  შესაბამისად.

 

სარემონტო სამუშაოები ითვალისწინებს ახალციხის ქვე-სადგურში დამონტაჟებული 63 მვა 400/11/10.5 კვ დაზიანებული T2 ტრანსფორმატორის  სარემონტო მომსახურების  განხორციელებას ადგილზე. დაზიანებული T2 ტრანსფორმატორის გამოცდის ოქმი თანდართულია სატენდერო დოკუმენტზე.

გამოცდის ოქმის თანახმად, U1 გრაგნილი დაზიანებულია ორივე T2 და T3 ტრანსფორმატორში. T2 ტრანსფორმატორის დაზიანებული U1 გრაგნილი უნდა შეიცვალოს 1 V ან 1 W (დაუზიანებელი) გრაგნილით, რომლის მოხსნაც უნდა მოხდეს T3 ტრანსფორმატორიდან. ორივე ტრანსფორმატორიდან მოხსნილი U1 გრაგნილები უნდა შეიფუთოს სათანადოდ ტრანსპორტირებისათვის, შემდგომი შეკეთების მიზნით.

 

N მომსახურების ტიპი განზომილების ერთეული რაოდენობა
1 ბაზის მოწყობა ლოტი 1
2 სარემონტო მომსახურება ლოტი 1
3 ზედამხედველობა ლოტი 1
4 ტესტირება და გაზომვა ლოტი 1

 

კონტრაქტორმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველი შეკეთებული ტრანსფორმატორის გარანტიით. საგარანტიო პერიოდის ვადა უნდა მოიცავდეს მინიმუმ 12 თვეს, საბოლოო მიღება-ჩაბარების (დამტკიცების) აქტის გაფორმებიდან.

 

ტენდერის მონაწილეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ 1 თვიდან 2 თვემდე დროის მონაკვეთი სარემონტო მომსახურების განხორციელებისთვის.  მოწოდების დრო  გათვალისწინებული იქნება, როგორც შეფასების კრიტერიუმი,  0.3 პრიორიტეტულობის კოეფიციენტით. ტენდერის იმ მონაწილეებს, რომელთა შემოთავაზების მიხედვით, მომსახურების მოწოდება გათვალისწინებულია 1 თვის ვადაში, მიენიჭებათ მაქსიმალური – 10 ქულა.

 

აღნიშნული სარემონტო მომსახურებისთვის წარმოდგენილ ფასში გათვალისწინებული უნდა იყოს აღნიშნულ მომსახურებასთან დაკავშირებული ყველა სახის ხარჯები. ფასებში გათვალისწინებული უნდა იყოს საქართველოს კანომდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადი.

 

ფაქტიურად შესრულებული მომსახურების (ფასების ცხრილის მიხედვით) ანაზღაურება განხორციელდება ლარში, საბანკო გადარიცხვის გზით, სარემონტო მომსახურების დასრულებაზე საბოლოო მიღების სერტიფიკატის გაფორმებიდან და შესაბამისი ინვოისის წარმოდგენიდან 20 სამუშაო დღის ვადაში.

ტენდერის მონაწილეების გამოცდილება სატენდერო მოთხოვნების მიხედვით: ტენდერის მონაწილე უნდა ფლობდეს 400 (500) კვ ტრანსფორმატორების წარმოების მინიმუმ ხუთ (5) წლიან გამოცდილებას. სავალდებულოა ტენდერის მონაწილის, როგორც მწარმოებლის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა (ისეთი დოკუმენტები, როგორის არის  წარმოებული ტრანსფორმატორების ნუსხა და სხვ.).

ფასის კლების ბიჯი ზეპირი ვაჭრობის (ვაჭრობა ფასის დაკლებაზე) (შემდგომში: „ეტაპი“)  დროს შეადგენს 15,500.00  ლარს (თხუთმეტი ათას ხუთასი). სატენდერო წინადადების ფასის ზრდა ზეპირი ვაჭრობის დროს ნებადართული არ არის. ზეპირი ვაჭრობის ჩატარების ადგილი: ბარათაშვილის ქ. #2, 0105, თბილისი, საქართველო. შემსყიდველის ოფისი.

 

ტენდერის მონაწილეებმა საკუთარ სატენდერო წინადადებებთან ერთად უნდა წარმოადგინონ სატენდერო წინადადების გარანტია – საბანკო გარანტია. აღნიშნული საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადების მოქმედების ვადას უნდა აღემატებოდეს მინიმუმ 30 კალენდარული დღით. სატენდერო გარანტიის თანხა უნდა შეადგენდეს 46,500.00 ლარს (ორმოცდაექვსიათას  ხუთასი).

 

ტენდერის იმ მონაწილემ, რომელსაც შემსყიდველი გაუფორმებს კონტრაქტს, უნდა წარმოადგინოს შესრულების გარანტია – საბანკო გარანტია 155,000.00 ლარის (ასორმოცდათხუთმეტი ათასი) ოდენობით.

                                                                            

სატენდერო დოკუმენტის მისაღებად,  დაინტერესებულმა და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანიზაციებმა უნდა გადაიხადონ არანაზღაურებადი 50 (ორმოცდაათი) ლარი, შპს „ენერგოტრანსის“ ქვემოთ მითითებულ ანგარიშზე:

 

სს „თი-ბი-სი ბანკი“

კოდი: TBCBGE22

ბანკის ანგარიში: GE37TB7731436030100001

მოსარგებლე: შპს „ენერგოტრანსი“

მიზანი: სატენდერო დოკუმენტის საფასური ტენდერისათვის: T02 S -01/2016

 

ზემოთ აღნიშნული, არანაზღაურებადი თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ, სატენდერო დოკუმენტის მიღება შესაძლებელი იქნება შპს „ენერგოტრანსის“ ოფისში, ქვემოთ მითითებულ მისამართზე, შესყიდვის შესახებ განცხადების გამოქვეყნებიდან,  2017 წლის 27 იანვრის 18:00 სთ-მდე.

 

შემსყიდველის მისამართი:

შპს „ენერგოტრანსის“ მისამართი:

ბარათაშვილის ქ. #2,0105, თბილისი, საქართველო

ტელ: +(99532)2510391

ელ. ფოსტა: m.gikoshvili@energotrans.com.ge

 

ტენდერის მონაწილეების სატენდერო წინადადებები და საკვალიფიკაციო ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ზემოთ მითითებულ მისამართზე, არაუგვინეს 2017 წლის 30 იანვრის 15:00 საათისა, ადგილობრივი  დროით. სატენდერო წინადადებების გახსნა მოხდება 2017 წლის 30 იანვარს, ადგილობრივი დროით 15:00 სთ-ზე, ტენდერის იმ მონაწილეების თანდასწრებით, რომლებიც მოისურვებენ დასწრებას. დაგვიანებული სატენდერო წინადადებები არ მიიღება.

 

სატენდერო წინადადება, ყველა საჭირო დოკუმენტების ჩათვლით,  წარმოდგენილი  უნდა იყოს ინგლისურ ენაზე. სატენდერო წინადადების წარმოდგენა უნდა მოხდეს დალუქული კონვერტით, რომელზეც მითითებული იქნება შემდეგი ინფორმაცია: ვის: შპს „ენერგოტრანსის“ სატენდერო კომისიას, ტენდერის მონაწილის დასახელება, სატენდერო პროცესის დასახელება, ტენდერის # T02 S01/2016.

 

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ტენდერის მონაწილეებმა საკუთარ სატენდერო წინადადებებთან ერთად, უნდა წარმოადგინონ შემდეგი საკვალიფიკაციო ინფორმაცია:

ტენდერის მონაწილეებმა საქართველოდან:

ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის და ინდ. მეწარმეებისათვის:

  1. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
  2. ცნობა საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შესახებ (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან);
  3. პრეტენდენტის რეკვიზიტები: მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო რეკვიზიტები, ტელეფონის ან/და ფაქსის ნომრები.

 

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირებისთვის:

  1. ცნობა საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შესახებ (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან);
  2. პრეტენდენტის რეკვიზიტები: მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო რეკვიზიტები, ტელეფონის ან/და ფაქსის ნომრები.

 

გ) ფიზიკური პირებისთვის:

  1. ცნობა საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შესახებ (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან);
  2. პრეტენდენტის რეკვიზიტები: მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო რეკვიზიტები, ტელეფონის ან/და ფაქსის ნომრები.

 

ტენდერის უცხოელი მონაწილეებისთვის:

ტენდერის მონაწილის იურიდიული სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გაცემული უნდა იყოს ტენდერის მონაწილის ქვეყნის შესაბამისი უწყების მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

სატენდერო წინადადებები არ მიიჩნევა მისაღებად და არ დაექვემდებარება შემდგომ შეფასებას, იმ შემთხვევაში, თუ:

  • ტენდერის მონაწილე არ წარმოადგენს ყველა სახის საჭირო დოკუმენტაციას (დამხმარე დოკუმენტაციასთან ერთად) და/ან ინფორმაციას, რომელიც ექვემდებარება სავალდებულო წარმოდგენას, მოცემული შესყიდვების განცხადების და სატენდერო დოკუმენტის მიხედვით;
  • სატენდერო კომიიის მოთხოვნის საფუძველზე ტენდერის მონაწილე ვერ დააზუსტებს, შეავსებს, წარმოადგენს, ან დაადასტურებს საკვალიფიკაციო ინფორმაციას, რაც გათვალისწინებულია შესყიდვების მოცემული განცხადების მიხედვით;
  • ტენდერის მონაწილე უარს აცხადებს სატენდერო კომისიის მიერ მის სატენდერო წინადადებაში გამოვლენილი არითმეტიკული (მექანიკური) შეცდომების გასწორებაზე;
  • სატენდერო წინადადება და/ან საკვალიფიკაციო ინფორმაცია არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტით და/ან მოცემული შესყიდვების განცხადებით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
  • ტენდერის მონაწილე იყენებს არასამართლიან პრაქტიკას, შესყიდვების პროცესში;
  • ტენდერის მონაწილის მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები, ან სატენდერო წინადადებაში წარმოდგენილი მონაცემები, ან მათი დამადასტურებელი დოკუმენტები, აღმოჩნდება ყალბი.

 

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერის მონაწილის სატენდერო წინადადება შესაბამისობაშია სატენდერო დოკუმენტის ტექნიკურ მოთხოვნებთან, შესაძლებელი იქნება ტენდერის მონაწილის სატენდერო წინადადების დაზუსტება, ან შევსება, ან მოთხოვნილი საკვალიფიკაციო ინფორმაციის ხელახალი წარმოდგენა, სატენდერო წინადადების არსის ცვლილების გარეშე, სხვა შემთხვევაში სატენდერო წინადადება არ მიიღება შესაფასებლად.

 

ტენდერის მონაწილემ უნდა წარმოადგინოს მხოლოდ ერთი სატენდერო წინადადება. ალტერნატიული სატენდერო წინადადებების მიღება არ არის ნებადართული.

 

დაინტერესებულ იურიდიულ პირებს შეუძლიათ გაეცნონ სატენდერო დოკუმენტს შემსყიდველის ოფისში, სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადამდე.

 

მოცემული განცხადება შესყიდვის შესახებ ასევე გამოქვეყნდება შემსყიდველის ვებ-გვერდზე: www.energotrans.com.ge

დამატებითი ინფორმაცის მიღება შესაძლებელია შპს „ენერგოტრანსის“ ოფისში, ზემოთ მითითებულ მისამართზე.

საკონტაქტო პირები:

მაია გიქოშვილი, შპს „ენერგოტრანსის“ დირექტორის მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი, ელ. ფოსტა: m.gikoshvili@energotrans.com.ge

თეა თორიაშვილი, შესყიდვების მენეჯერი, ელ. ფოსტა: t.toriashvili@energotrans.com.ge

 

Share.