შპს „ენერგოტრანსისთვის“ ახალციხის 63 მვა 400/11/10.5 ტრანსფორმატორის სარემონტო სამუშაოების შესყიდვის განცხადების ცვლილება ტენდერი # T02 S01/2016

0

 

  1. განცხადების მერვე პარაგრაფი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

ფაქტიურად შესრულებული მომსახურების (ფასების ცხრილის მიხედვით) ანაზღაურება განხორციელდება ევროში ან ლარში, საბანკო გადარიცხვის გზით (გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაფიქსირებული კურსით), სარემონტო მომსახურების დასრულებაზე საბოლოო მიღების სერტიფიკატის გაფორმებიდან და შესაბამისი ინვოისის წარმოდგენიდან 20 სამუშაო დღის ვადაში

 

  1. განცხადების მეათე პარაგრაფი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

ფასის კლების ბიჯი ზეპირი ვაჭრობის (ვაჭრობა ფასის დაკლებაზე) (შემდგომში: „ბიჯი“)  დროს შეადგენს 5,000.00 (ხუთი ათასი) ევროს. სატენდერო წინადადების ფასის ზრდა ზეპირი ვაჭრობის დროს ნებადართული არ არის. ზეპირი ვაჭრობის ჩატარების ადგილი: ბარათაშვილის ქ. #2, 0105, თბილისი, საქართველო. შემსყიდველის ოფისი.

 

  1. განცხადების მეთერთმეტე პარაგრაფი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

ტენდერის მონაწილეებმა საკუთარ სატენდერო წინადადებებთან ერთად უნდა წარმოადგინონ სატენდერო წინადადების გარანტია – საბანკო გარანტია. აღნიშნული საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადების მოქმედების ვადას უნდა აღემატებოდეს მინიმუმ 30 კალენდარული დღით. სატენდერო გარანტიის თანხა უნდა შეადგენდეს 15,000.00 (თხუთმეტი ათასი) ევროს.

 

  1. განცხადების მეთორმეტე პარაგრაფი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

ტენდერის იმ მონაწილემ, რომელსაც შემსყიდველი გაუფორმებს კონტრაქტს, უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების გარანტია – საბანკო გარანტია მთლიანი საკონტრაქტო ღირებულების 10%-ის ოდენობით.

 

  1. განცხადების მეთხუთმეტე პარაგრაფი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

ზემოთ აღნიშნული, არანაზღაურებადი თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ, სატენდერო დოკუმენტის მიღება შესაძლებელი იქნება შპს „ენერგოტრანსის“ ოფისში, ქვემოთ მითითებულ მისამართზე, შესყიდვის შესახებ განცხადების გამოქვეყნებიდან,  2017 წლის 3 თებერვლის 18:00 სთ-მდე.

 

  1. განცხადების მეჩვიდმეტე პარაგრაფი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

ტენდერის მონაწილეების სატენდერო წინადადებები და საკვალიფიკაციო ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ზემოთ მითითებულ მისამართზე, არაუგვინეს 2017 წლის 6 თებერვლის 15:00 საათისა, ადგილობრივი  დროით. სატენდერო წინადადებების გახსნა მოხდება 2017 წლის 6 თებერვალს, ადგილობრივი დროით 15:00 სთ-ზე, ტენდერის იმ მონაწილეების თანდასწრებით, რომლებიც მოისურვებენ დასწრებას. დაგვიანებული სატენდერო წინადადებები არ მიიღება.

Share.