განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ

0

შპს   ,,ენერგოტრანსი“ აცხადებს ტენდერს  საწვავის შესყიდვაზე ქვემოთ მოცემულ საწვავის რაოდენობასა და საწვავის ტიპზე:

 

#  საწვავის დასახელება რაოდენობა

(ლიტრი)

  1 2
1 ბენზინი  პრემიუმი (ოქტანობა – არანაკლებ 95) 13500
2 დიზელი  (არაუმეტეს 50 PPM) 29000
  • საწვავის მიწოდება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის ავტოგასამართ სადგურებზე წარდგენილი სათანადო პლასტიკური ბარათების მეშვეობით.

 

  • საწვავის ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს ტენდერის გახსნის დღეს (2017 წლის 24 მარტს) ,,პრეტენდენტის“ საცალო რეალიზაციის ქსელში არსებულ ერთი ლიტრი საწვავის ფასზე შემოთავაზებული დისქაუნთის გათვალისწინებით. შეფასება განხორციელდება ჯამური ღირებულებების მიხედვით. გამარჯვებულ პრეტენდენტთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში გასაყიდი საწვავის ერთი ლიტრის ფასი განსაზღვრული იქნება შესაბამისი საწვავისთვის 2017 წლის განმავლობაში განაცხადის გაკეთების დღეს ქსელში ანალოგიურ პროდუქტზე დაფიქსირებულ ერთი ლიტრი საწვავის ფასს გამოკლებული შემოთავაზებული დისქაუნთი. ხელშეკრულების საორიენტაციო ღირებულება იქნება 90000 (ოთხმოცდაათი ათასი) ლარი.

 

  • საწვავის ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს ყველა თანმდევი ხარჯის გათვალისწინებით, მათ შორის: დ.ღ.გ.-ს, საწვავის ტრანსპორტირებისა და შენახვის ხარჯების, ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის მიწოდების ხარჯების, პლასტიკური ბარათების  დამზადება-მომსახურების ხარჯების გათვალისწინებით.

 

  • ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში. ანგარიშსწორება განხორციელდება შემსყიდველის სპეციალურ ანგარიშზე ფაქტიურად საწვავის ჩატვირთვაზე შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

 

  • საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად, ამასთან თითოეულ ეტაპზე მოთხოვნილი იქნება საერთო მოცულობის არაუმეტეს 25%-ისა.

 

  • პრეტენდენტის მატერიალაურ-ტექნიკური ბაზა: არანაკლებ 10 ავტოგასამართი სადგური ქ. თბილისში, ავტოგასამართი სადგურები შემდეგ რეგიონებში ან მიმდებარე ტერიტორიაზე: ქვემო ქართლში (რუსთავი, მარნეული); სამეგრელო – (ზუგდიდი, სენაკი); იმერეთი – (ქუთაისი, ზესტაფონი), შიდა ქართლი (გორი, ხაშური); სამცხე ჯავახეთი (ახალციხე, ახალქალაქი).

 

  • სატენდერო წინადადების  ფასის კლების ბიჯი ზეპირ ვაჭრობისას (,,შემდგომში– ბიჯი“)  –  02 ლარი ერთ ლიტრ საწვავზე.

 

  • საწვავის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს ეროვნულ ან/და საერთაშორისო სტანდარტებს (ISO) ან გოსტს ან ევროპულ ნორმებს (EN) ან აშშ სტანდარტს (API) და პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

  • საწვავის მთლიანი რაოდენობის არ შესყიდვისათვის „შემსყიდველს“ პასუხისმგებლობა არ ეკისრება.

 

აუცილებელი პირობა:

შესყიდვის განხორციელებისას გამოყენებული იქნება სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, სატენდერო წინადადების 3%-ის ოდენობით. ასევე  გამოყენებული იქნება ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფა (საბანკო გარანტია) სახელშეკრულებო ღირებულების 2% -ის ოდენობით.

დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო დოკუმენტაციის მიღებისათვის საფასური 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით უნდა გადაიხადონ შპს ,,ენერგოტრანსის“ შემდეგ ანგარიშზე: სს ,,თიბისი ბანკი“, ბანკის კოდი: TBCBGE22, ა/ა # GE37TB7731436030100001 და მიუთითონ გადახდის მიზნობრიობა, მიუთითონ ტენდერის   # T-01 G-01/2017.

სატენდერო დოკუმენტაციის მიღებისათვის პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ  50 ლარიანი გადახდის დამადასტურებელი ქვითარი შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ბარათაშვილის ქუჩა #2, შპს ,,ენერგოტრანსი“, 1-ლი სართული, რის შემდგომაც მათ გადაეცემათ ქართულ ენაზე შედგენილი სატენდერო დოკუმენტაცია განცხადების გამოქვეყნებიდან 2017  წლის 23 მარტის 18:00 საათამდე.

 

სატენდერო წინადადებები და საკვალიფიკაციო მონაცემები პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ 2017 წლის 24 მარტის 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ბარათაშვილის ქუჩა #2, შპს  ,,ენერგოტრანსი“, 1-ლი სართული.

 

სატენდერო  წინადადებების გახსნა პრეტენდენტების თანდასწრებით მოხდება 2017 წლის 24 მარტს 15:00 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ბარათაშვილის ქუჩა #2, შპს  ,,ენერგოტრანსი“, 1-ლი სართული.

 

ტენდერში მონაწილეობისათვის პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საკვალიფიკაციო მონაცემები და  დოკუმენტები:

)   კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის და ინდ. მეწარმეებისათვის:

  1. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
  2. ცნობა საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შესახებ (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან);
  3. პრეტენდენტის რეკვიზიტები: მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო რეკვიზიტები, ტელეფონის ან/და ფაქსის ნომრები.

 

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის:

  1. ცნობა საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შესახებ (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან);
  2. პრეტენდენტის რეკვიზიტები: მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო რეკვიზიტები, ტელეფონის ან/და ფაქსის ნომრები.

 

გ) ფიზიკური პირისათვის:

  1. ცნობა საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შესახებ (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან);
  2. პრეტენდენტის რეკვიზიტები: მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო რეკვიზიტები, ტელეფონის ან/და ფაქსის ნომრები.

 

შენიშვნა: პრეტენდენტს არ უნდა გააჩნდეს ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა.

 

ქვეკონტრაქტორი არ გამოიყენება.

ზემოაღნიშნული საკვალიფიკაციო მონაცემები წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე, ხოლო უცხო ქვეყნის იურიდიული და ფიზიკური პირის მიერ საკვალიფიკაციო მონაცემები წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისის ქვეყნის სათანადო ორგანოდან დადგენილი წესის შესაბამისად  დამოწმებული ქართული თარგმანის სახით.

 

ყველა სავალდებულო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, ასევე დასაშვებია ინგლისურ და რუსულ ენებზე (ოღონდ იმ პირობით, თუ მას თან დაერთვება შესაბამისი განყოფილებების დადგენილი წესის შესაბამისად  დამოწმებული ზუსტი თარგმანი ქართულ ენაზე. ამ შემთხვევაში მოცემული სატენდერო წინადადების ინტერპრეტაციის დროს უპირატესობა მიენიჭება ქართულ თარგმანს) დახურულ კონვერტში, შემდეგი აღნიშვნით: პრეტენდენტის დასახელება, შპს „ენერგოტრანსის“ სატენდერო კომისიას. ტენდერი  # T01 G-01/2017.

 

სატენდერო წინადადებები არ ჩაითვლება მისაღებად და არ დაიშვება შეფასებისათვის შემდეგ შემთხვევებში:

ა)   თუ პრეტენდენტის მიერ არ არის წარმოდგენილი ყველა საჭირო დოკუმენტი (თანმხლები დოკუმენტების ჩათვლით) ან/და ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში _ ნიმუში;

ბ)         თუ სატენდერო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტი ვერ შეძლებს  ან არ მოახდენს სატენდერო განცხადებით მოთხოვნილი საკვალიფიკაციო მონაცემების დაზუსტებას,  შევსებას, წარდგენას ან ხელახალ დადასტურებას;

გ)    თუ პრეტენდენტი არ დათანხმდება სატენდერო კომისიის მიერ მის სატენდერო წინადადებაში აღმოჩენილი მექანიკური შეცდომების გასწორებას;

დ)        თუ სატენდერო წინადადება ან/და საკვალიფიკაციო მონაცემები  არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციით ან/და ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

ე)         თუ შესყიდვის პროცედურების დროს ადგილი ექნება პრეტენდენტის არაკეთილსინდისიერ ქმედებას;

ვ)         თუ შესყიდვის პროცედურებში მონაწილე პირის მიერ წარმოდგენილი მონაცემები ან/და მათი დამადასტურებელი დოკუმენტები ყალბი აღმოჩნდება.

 

პრეტენდენტის სატენდერო წინადადების სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში დასაშვებია სატენდერო წინადადება დაზუსტდეს, შეივსოს ან წარდგენილ იქნეს სატენდერო განცხადებაში მოთხოვნილი საკვალიფიკაციო  დოკუმენტაცია ან სატენდერო წინადადება მისი არსის შეუცვლელად, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში  სატენდერო წინადადება შეფასებაზე  არ დაიშვება.

 

ზეპირი ვაჭრობის დროს არ დაიშვება  სატენდერო წინადადების ფასის გაზრდა.

 

პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი სატენდერო წინადადება.

ალტერნატიული სატენდერო წინადადებები არ დაიშვება.

ზეპირი ვაჭრობის ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი, ბარათაშვილის ქ. #2,     შპს ,,ენერგოტრანსი“, 1-ლი სართული.

აღნიშნულ ტენდერში შესაძლებელია მხოლოდ ერთი გამარჯვებულის გამოვლენა.

დაგვიანებით შემოსულ სატენედერო წინადადებებს სატენდერო კომისია არ განიხილავს და გაუხსნელად უბრუნებს წარმომდგენ პირს.

ტენდერში მონაწილეობის მსურველ პირებს  უფლება აქვთ გაეცნონ სატენდერო დოკუმენტაციას სატენდერო დოკუმენტაციის გატანის ვადის დასრულებამდე ,,შემსყიდველ“ ორგანიზაციაში. განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ ასევე გამოქვეყნდება შემსყიდველის ვებ-გვერდზე: www.energotrans.com.ge.

დამატებითი ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ბარათაშვილის ქუჩა #2, შპს „ენერგოტრანსი“.

საკონტაქტო პირები:  დირექტორის მოადგილე ლოჯისტიკის საკითხებში ზაზა ცოციაშვილი მობ: 577991999, ელ. ფოსტა: zaza.tsotsiashvili@energotrans.com.ge და  შესყიდვების მენეჯერი თეა ტორიაშვილი  ტელ: 577625485   ელ. ფოსტა: t.toriashvili@energotrans.com.ge.

 

აღნიშნული ტენდერი ტარდება  შპს ,,ენერგოტრანსის” მიერ საქონლის, მომსახურების და სამუშაოების შესყიდვის წესის  შესაბამისად.

Share.