KFW/NIF განცხადება, პროექტი – შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელი

0

  

აღდგენითი-სარეაბილიტაციო ღონისძიებებიშავი ზღვის  ელ. გადაცემის პროექტის ფარგლებში

 

                            ბოლო ვადა: 16.05.2017 წ.

ქვეყანა: საქართველო

საიდენტიფიკაციო ნომერი: 2020 59 905

ტენდერი და პოსტ-საკვალიფიკაციო შერჩევა

საფუძველი: საერთაშორისო, ღია ტენდერი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში მდებარე ზეკარის მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის 20 ანძის პლატფორმებთან მისასვლელი გზების და ტერიტორიების აღდგენა-რეაბილიტაციის ღონისძიებების გასატარებლად

დამკვეთი: შპს „ენერგოტრანსი“, თბილისი/საქართველო

მოსარგებლე სექტორი: ენერგო სექტორი

დაფინანსება მომსახურების განსახორციელებლად: სახსრების ნაწილის გამოყოფა მოხდა გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KfW)/ეროვნული საინვესტიციო ფონდის (NIF) მიერ. ბანკის სახსრების გამოყენება არ უნდა მოხდეს იმ პირების, ან უწყებების მიმართ რაიმე სახის გადახდის განხორციელების, ან საქონლის იმპორტის მიზნებისათვის, თუ აღნიშნული გადახდა, ან იმპორტის განხორციელება აკრძალულია გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე,  გაეროს წესდების VII თავის მოთხოვნების შესაბამისად, ან ევრო-საბჭოს, ან გერმანიის მთავრობის მიერ.

პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები:

მოცემული პროექტი ითვალისწინებს ბორჯომ-ხარაგაულის პარკში მდებარე „ზეკარის“ ელ. გადამცემი ხაზის 20 ანძის პლატფორმებთან  მისასვლელი გზების და მიმდებარე ტერიტორიების  რეაბილიტაციის მიზნით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

მომსახურების აღწერა:

პროექტი და სამუშაოები „სამცხე-ჯავახეთის რეგიონის (ახალციხის მუნიციპალიტეტი) და იმერეთის რეგიონის (ბაღდათის მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე მდებარე ბორჯომ-ხარაგაულის პარკის ეროვნული პარკის საზღვრებში განთავსებული ზეკარის მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის ანძების პლატფორმებთან მისასვლელი გზების და მიმდებარე ტერიტორიების აღდგენა-რეაბილიტაციის ღონისძიებების განხორციელების მიზნით“.

 

 

პროექტის ხანგრძლივობა: მოცემული პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 5 თვეს.

 

საკონტრაქტო პირობები: საკონტრაქტო პირობებს წარმოადგენს ინჟინერ-კონსულტანტების საერთაშორისო ფედერაციის (FIDIC) „დანადგარების და პროექტირება-მშენებლობის საკონტრაქტო პირობები, 1999 წ. პირველი გამოცემა“, ყვითელი წიგნი.

 

სატენდერო დოკუმენტის მიღება: ტენდერის მონაწილეებს შეუძლიათ სატენდერო დოკუმენტაციის მიღება შპს „ენერგოტრანსში“, ქვემოთ მითითებულ მისამართზე, წერილობით/პირადად წარმოდგენილ განცხადებასთან ერთად. აღნიშნულ განცხადებას თან უნდა ახლდეს სათანადოდ დამოწმებული თანდართული წერილი, რომელშიც გარკვევით იქნება წარმოდგენილი კომპანიის დასახელება, დომიცილის ქვეყანა და შპს „ენერგოტრანსის“ ქვემოთ მითითებულ ანგარიშზე არ-ანაზღაურებადი 150 ევროს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი:

 

ევროს  ტრანსფერის შემთხვევაში (საზღვარგარეთის ქვეყნებიდან):

სს „თი-ბი-სი ბანკის“ სათაო ოფისი, თბილისი, საქართველო

სვიფტ კოდი: TBCBGE22

ანგარიში: EUR- GE81 TB77 3143 6130 1000 01

                                                 ფინანსური მედიატორი 1:

სს „დოიჩე ბანკი“ (Deutsche Bank AG), ფრანკფურტი, გერმანია

სვიფტ კოდი: DEUTDEFF

ბანკის კოდი: 50070010

ფინანსური მედიატორი 2:

სს „კომერცბანკი“ (Commerzbank AG), ფრანკფურტი, გერმანია

სვიფტ კოდი: COBADEFF

ბანკის კოდი: 5040000

 

ლარის ტრანსფერის შემთხვევაში (საქართველოს ფარგლებში):

სს „თი-ბი-სი ბანკი“ სათაო ოფისი, თბილისი, საქართველო

სვიფტ კოდი: TBCBGE22

მოსარგებლის დასახელება: შპს „ენერგოტრანსი“

ანგარიში: GEL GE37TB7731436030100001

 

მოთხოვნის შემთხვევაში დოკუმენტების გაგზავნა მოხდება დაუყონებლივ, კურიერის მეშვეობით, თუმცა კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას დოკუმენტაციის  დაკარგვის, ან დაყოვნების შემთხვევაში.

 

 

 

ტენდერის მონაწილეებს დამატებითი ინფორმაციის მიღება, ასევე სატენდერო დოკუმენტაციის შემოწმება და შეძენა შეუძლიათ ქვემოთ მითითებულ მისამართზე:

 

                                                              შპს „ენერგოტრანსი“

ბარათაშვილის ქ. #2, 0105, თბილისი, საქართველო  

                       ადრესატი: კახა სეხნიაშვილი, ტელ:+995 32 2 510391

                                             ელ. ფოსტა: m.gikoshvili@energotrans.com.ge

 

 

სატენდერო გარანტია: ტენდერს თან უნდა ახლდეს დამკვეთისთვის მისაღები ბანკის მიერ გაცემული სატენდერო გარანტია 15,500.00 (თხუთმეტი ათას ხუთასი) ევროს მოცულობით.

 

ტენდერის წარმოდგენის ბოლო ვადა: ტენდერის წარმოდგენა მოცემულ მისამართზე უნდა მოხდეს არა უგვიანეს  2017 წ. 16 მაისის 15.00 საათისა, ადგილობრივი დროით.  აღნიშნულ დღეს და დროს მოხდება ტენდერების გახსნა ტენდერის მონაწილეების იმ წარმომადგენლების თანდასწრებით, რომლებიც მოისურვებენ დასწრებას.

 

შესყიდვების პროცესი: შესყიდვების პროცესი და ტენდერები შესაბამისობაში უნდა იყოს შესყიდვების სახელმძღვანელო პრინციპებთან და ბანკის მიერ განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებთან, შესყიდვებთან მიმართებაში. ასევე აუცილებელია, რომ შეფასების პროცედურა და შემდგომი შერჩევის პროცესი შესაბამისობაში იყოს გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KfW) „სახელმძღვანელო პრინციპებთან, განვითარებად ქვეყნებთან ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში განსაზღვრულ მოწოდების და სამუშაოების კონტრაქტების შესყიდვასთან მიმართებაში“ (ხელმისაწვდომია KfW-ს ვებ-გვერდზე: http://www.kfwentwicklungsbank.de).

                                          

Share.