მოწვევა ტენდერში მონაწილეობის მისაღებად

0

 

საქართველო

შავი ზღვის გადამცემი ქსელის პროექტის ფარგლებში

ტენდერი # ET Vehicles 01-2017

სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვა

 

საქართველო, შემდგომში „შემსყიდველი“ აპირებს ევროპის საინვესტიციო ბანკისგან („ბანკი“) მიღებული სასესხო სახსრების ნაწილი გამოიყენოს სატრანსპორტო საშუალებების  შესყიდვაზე, შავი ზღვის გადამცემი ქსელის პროექტის ფარგლებში.

შემსყიდველი იწვევს მომწოდებლებს წარმოადგინონ სატენდერო წინადადებები დალუქულ კონვერტებში ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ დაფინანსებული, ქვემოთ წარმოდგენილი კონტრაქტებისთვის (შემდგომში: „კონტრაქტები“), რომელთა დაფინანსება გათვალისწინებულია სასესხო სახსრების ნაწილით. კონტრაქტები დაკავშირებულია ორ (2) ლოტთან (I და II). მოცემული პაკეტის (და აღნიშნული ლოტების) ფარგლებში განხორციელდება ქვემოთ წარმოდგენილი შემდეგი საქონლის მოწოდება:

ლოტი  I –  ელექტრომობილი სედანი, წინა წამყვანი თვლებით, რაოდენობა – 5;

ლოტი  II – მაღალი გამტარობის (ოთხთვლიანი) ავტომობილი სედანი, რაოდენობა – 1.  

ტენდერის მონაწილეებს შეუძლიათ წარმოადგინონ სატენდერო წინადადება ნებისმიერი ერთი, ან ორივე ლოტისთვის.  თითოეული ლოტის გაფასება უნდა განხორციელდეს ცალ-ცალკე და მათი წარმოდგენა უნდა მოხდეს ცალ-ცალკე დალუქულ სატენდერო წინადადებებში. სატენდერო წინადადების ორივე ლოტზე წარმოდგენის შემთხვევაში შესაძლებელია ფასდაკლების შეთავაზება; აღნიშნული ფასდაკლებები გათვალისწინებული იქნება სატენდერო წინადადებების შედარების პროცესში.

 

ტენდერი კონტრაქტებისთვის, რომელთა დაფინანსება გათვალისწინებულია ბანკის სასესხო სახსრების ნაწილით, ღიაა ნებისმიერი ქვეყნის კომპანიებისთვის.

 

თითოეული კონტრაქტის მინიჭებისთვის აუცილებელია, რომ ტენდერში მონაწილეებმა დააკმაყოფილონ ქვემოთ წარმოდგენილი მინიმალური კრიტერიუმები (გთხოვთ იხ. სატენდერო დოკუმენტის შეფასების და საკვალიფიკაციო კრიტერიუმები, III ნაწილი).

 

საშუალო წლიური ბრუნვა

  • ძირითადი მომწოდებლის საშუალო წლიური ბრუნვის მოცულობა ბოლო სამი (3) წლის განმავლობაში უნდა შეადგენდეს 320,000.00 (სამას ოცი ათასი) ევროს ეკვივალენტს I ლოტისთვის და 30,000 (ოცდაათი ათასი) ევროს ეკვივალენტს II ლოტისთვის.

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერის მონაწილე წარმოადგენს სატენდერო წინადადებას ორივე ლოტისთვის, მოთხოვნებით გათვალისწინებული საშუალო წლიური ბრუნვის კალკულაცია ბოლო სამი (3) წლისთვის, მოხდება ჯამური მონაცემების საფუძველზე.

 

ფინანსური რესურსები

 

  • ტენდერის მონაწილემ უნდა დაასაბუთოს ხელმისაწვდომობა ლიკვიდურ აქტივებზე, ან ლიკვიდური აქტივების, დავალიანებისგან თავისუფალი უძრავი ქონების, საკრედიტო ხაზების და სხვა ფინანსური საშუალებების ფლობა, რაც საკმარისი იქნება კონტრაქტის ფულადი მიმოქცევის წარმოების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად; აღნიშნული თანხა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 160,000.00 (ას სამოცი ათასი) ევროს ეკვივალენტს I ლოტისთვის და 15,000 (თხუთმეტი ათასი) ევროს ეკვივალენტს II ლოტისთვის, ტენდერის მონაწილეების მიერ სხვა კონტრაქტების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების გათვალისწინებით.

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერის მონაწილე წარმოადგენს სატენდერო წინადადებას ორივე ლოტისთვის, მოთხოვნებით გათვალისწინებული ფინანსური რესურსების დაანგარიშება მოხდება ჯამური მონაცემების საფუძველზე.

 

გამოცდილება

 

  • მომწოდებლის გამოცდილება ბოლო სამი (3) წლის მანძილზე უნდა მოიცავდეს მინიმუმ ორ (2) კონტრაქტს, ხოლო თითოეული ხელშეკრულების ღირებულება უნდა შეადგენდეს მინიმუმ 128,000.00 (ას ოცდარვა ათასი) ევროს ეკვივალენტს I ლოტისთვის და 12,000 (თორმეტი ათასი) ევროს ეკვივალენტს II ლოტისთვის. აუცილებელია, რომ ზემოთ აღნიშნული კონტრაქტები წარმატებულად და არსებითად იყოს დასრულებული და მოწოდების სფერო იყოს შემოთავაზებული საქონლის ანალოგიური. მსგავსება დაფუძნებული უნდა იყოს ფიზიკურ ზომაზე, სირთულეზე, მეთოდებზე/ტექნოლოგიაზე და სხვა მახასიათებლებზე, ნაწილი 2-ის შესაბამისად: „მოწოდების მოცულობა და ტექნიკური მოთხოვნები“. დამკვეთის სერტიფიკატების, სარეკომენდაციო ნუსხის, ISO სერტიფიკატების წარმოდგენა უნდა მოხდეს სატენდერო წინადადებასთან ერთად, ტენდერის მონაწილეების კვალიფიკაციის დადასტურების მიზნით.

 

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერის მონაწილე წარმოადგენს სატენდერო წინადადებას ორივე ლოტისთვის,  გამოცდილების კალკულაცია მოხდება ჯამური მონაცემების საფუძველზე.

 

სატენდერო დოკუმენტის მიღება შესაძლებელია ქვემოთ მოცემულ მისამართზე, არ-ანაზღაურებადი 50 ევროს, ან კონვერტირებად ვალუტაში აღნიშნული თანხის ეკვივალენტი მოცულობის თანხის გადახდის საფუძველზე. გადახდა უნდა განხორციელდეს შემდეგ ანგარიშზე:

 

სს „თი-ბი-სი ბანკი“

სვიფტ კოდი: TBCBGE22

ანგარიში: GE81TB7731436130100001

ფინანსური მედიატორი 1:

სს „დოიჩე ბანკი“ (Deutsche Bank AG), ფრანკფურტი/მაინი, გერმანია

სვიფტ კოდი: DEUTDEFF

ანგარიში: ბანკის კოდი (BLZ): 50070010

ფინანსური მედიატორი 2:

სს „კომერცბანკი“ (Commerzbank AG), ფრანკფურტი/მაინი, გერმანია

სვიფტ კოდი: COBADEFF

ანგარიში: ბანკის კოდი (BLZ): 50040000

ფინანსური მედიატორი 3:

სს “რაიფფაიზენ ბანკი” (Raiffeisen Bank International AG), ვენა, ავსტრია

სვიფტ კოდი: RZBAATWW

 

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერის მონაწილე საქართველოს რეზიდენტია, 50 ევროს გადახდა მოხდება აღნიშნული ოდენობის თანხის ეკვივალენტი მოცულობით ლარში. კალკულაცია მოხდება გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მოქმედი სავალუტო კურსის საფუძველზე. გადახდა განხორციელდება შემდეგ ანგარიშზე:

 

GE37TB7731436030100001 (ლარის ანგარიში).

 

არ-ანაზღაურებადი საზღაურის გადახდის დამადასტურებელი საბუთის მიღების შემდეგ, დოკუმენტების გაგზავნა მოხდება დაუყონებლივ, კურიერის საშუალებით, თუმცა პასუხისმგებლობა დანაკარგის, ან დაგვიანებული მოწოდებისთვის გათვალისწინებული არ არის. მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია დოკუმენტების გაგზავნა ელექტრონულად, ტენდერის სავარაუდო მონაწილის მიერ არ-ანაზღაურებადი საზღაურის გადახდის დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენის შემდეგ. დოკუმენტების  ელექტრონულ და მყარ ვერსიებს შორის არსებული განსხვავების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება დოკუმენტის მყარ (ბეჭდურ) ვერსიას.

 

თითოეული სატენდერო წინადადების წარმოდგენა უნდა მოხდეს სატენდერო წინადადების გარანტიასთან ერთად. სატენდერო წინადადების  გარანტიის მოცულობა უნდა იყოს მინიმუმ:

 

ლოტი I – 4800 (ოთხი ათას რვაასი) ევრო

ლოტი II –450  (ოთხას ორმოცდაათი) ევრო

 

სატენდერო წინადადებების წარმოდგენა ოფისში უნდა მოხდეს ქვემოთ მოცემულ მისამართზე, არა უგვიანეს 2017 წ. 19 ივნისის 15:00 საათისა, ადგილობრივი დროით. აღნიშნულ დღეს და დროს მოხდება სატენდერო წინადადებების გახსნა, ტენდერის მონაწილეების იმ წარმომადგენლების თანდასწრებით, რომლებიც მოისურვებენ დასწრებას.

 

ტენდერის სავარაუდო მონაწილეების ნუსხის ნახვა, რომლებმაც შეისყიდეს სატენდერო დოკუმენტები, შესაძლოა ქვემოთ მოცემულ მისამართზე.

 

ტენდერის მონაწილეებს დამატებითი ინფორმაციის მიღება, ასევე სატენდერო დოკუმენტების გადახედვა და შეძენა შეუძლიათ ქვემოთ მოცემულ მისამართზე:

 

შპს „ენერგოტრანსი“

ბარათაშვილის ქ. #2

0105, თბილისი, საქართველო

დირექტორი: ბ-ნი კ. სეხნიაშვილი

ტელ.: +995 32 510391

ელ. ფოსტა: m.gikoshvili@energotrans.com.ge

 

 

Share.