განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ

0

განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ

 

შპს   ,,ენერგოტრანსი“ აცხადებს ტენდერს  ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფ. ზიკილიას მიმდებარედ არსებული შპს „ენერგოტრანსის“ ახალციხის კონვერტორული სადგურისკენ მიმავალი გზის დაზიანებული მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებზე. განსახორციელებელი სამუშაოების ტექნიკური სპეციფიკაციები და სამუშაოთა მოცულობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტში.

 

  • სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს ყველა ხარჯის გათვლისწინებით, მათ შორის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.

 

  • სამუშაოების განხორციელების სასურველი ვადაა კონტრაქტის ძალაში შესვლიდან 80 კალენდარული დღე. პრეტენდენტის მიერ სამუშოების განხორციელებისათვის შემოთავაზებული ვადა წარმოდგენილი უნდა იყოს დანართი #1-ში. სამუშოები უნდა განხორციელდეს ახალციხის კონვერტორული სადგურის მისასვლელი გზის ტერიტორიაზე.

 

  • პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს ბოლო სამი წლის განმავლობაში ანალოგიური სამუშაოების განხორციელების გამოცდილება. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ანალოგიური სამშენებლო სამუშოების განხორცილების დამადასტურებელი დოკუმენტები (მიღება-ჩაბარების აქტები).

 

  • სატენდერო წინადადების  ფასის კლების ბიჯი ზეპირ ვაჭრობისას (,,შემდგომში– ბიჯი“)  –  1000 (ათასი) ლარი.

 

აუცილებელი პირობა:

შესყიდვის განხორციელებისას გამოყენებული იქნება სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. ასევე  გამოყენებული იქნება ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფა (საბანკო გარანტია) სახელშეკრულებო ღირებულების 5% -ის ოდენობით.

დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო დოკუმენტაციის მიღებისათვის საფასური 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით უნდა გადაიხადონ შპს ,,ენერგოტრანსის“ შემდეგ ანგარიშზე: სს ,,თიბისი ბანკი“, ბანკის კოდი: TBCBGE22, ა/ა # GE37TB7731436030100001 და მიუთითონ გადახდის მიზნობრიობა, მიუთითონ ტენდერის   # T-02 W-01/2017.

სატენდერო დოკუმენტაციის მიღებისათვის პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ  50 ლარიანი გადახდის დამადასტურებელი ქვითარი შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ბარათაშვილის ქუჩა #2, შპს ,,ენერგოტრანსი“, 1-ლი სართული, რის შემდგომაც მათ გადაეცემათ ქართულ ენაზე შედგენილი სატენდერო დოკუმენტაცია განცხადების გამოქვეყნებიდან 2017  წლის 7 ივლისის 18:00 საათამდე.

 

სატენდერო წინადადებები და საკვალიფიკაციო მონაცემები პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ 2017 წლის 10 ივლისის 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ბარათაშვილის ქუჩა #2, შპს  ,,ენერგოტრანსი“, 1-ლი სართული.

 

სატენდერო  წინადადებების გახსნა პრეტენდენტების თანდასწრებით მოხდება 2017 წლის 10 ივლისის 15:00 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ბარათაშვილის ქუჩა #2, შპს  ,,ენერგოტრანსი“, 1-ლი სართული.

 

ტენდერში მონაწილეობისათვის პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საკვალიფიკაციო მონაცემები და  დოკუმენტები:

)   კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის და ინდ. მეწარმეებისათვის:

  1. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
  2. ცნობა საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შესახებ (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან);
  3. პრეტენდენტის რეკვიზიტები: მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო რეკვიზიტები, ტელეფონის ან/და ფაქსის ნომრები.

 

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის:

  1. ცნობა საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შესახებ (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან);
  2. პრეტენდენტის რეკვიზიტები: მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო რეკვიზიტები, ტელეფონის ან/და ფაქსის ნომრები.

 

გ) ფიზიკური პირისათვის:

  1. ცნობა საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შესახებ (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან);
  2. პრეტენდენტის რეკვიზიტები: მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო რეკვიზიტები, ტელეფონის ან/და ფაქსის ნომრები.

 

შენიშვნა: პრეტენდენტს არ უნდა გააჩნდეს ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა.

 

ქვეკონტრაქტორი არ გამოიყენება.

ზემოაღნიშნული საკვალიფიკაციო მონაცემები წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე, ხოლო უცხო ქვეყნის იურიდიული და ფიზიკური პირის მიერ საკვალიფიკაციო მონაცემები წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისის ქვეყნის სათანადო ორგანოდან დადგენილი წესის შესაბამისად  დამოწმებული ქართული თარგმანის სახით.

 

ყველა სავალდებულო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, ასევე დასაშვებია ინგლისურ და რუსულ ენებზე (ოღონდ იმ პირობით, თუ მას თან დაერთვება შესაბამისი განყოფილებების დადგენილი წესის შესაბამისად  დამოწმებული ზუსტი თარგმანი ქართულ ენაზე. ამ შემთხვევაში მოცემული სატენდერო წინადადების ინტერპრეტაციის დროს უპირატესობა მიენიჭება ქართულ თარგმანს) დახურულ კონვერტში, შემდეგი აღნიშვნით: პრეტენდენტის დასახელება, შპს „ენერგოტრანსის“ სატენდერო კომისიას. ტენდერი  # T02 W01/2017.

 

სატენდერო წინადადებები არ ჩაითვლება მისაღებად და არ დაიშვება შეფასებისათვის შემდეგ შემთხვევებში:

ა)   თუ პრეტენდენტის მიერ არ არის წარმოდგენილი ყველა საჭირო დოკუმენტი (თანმხლები დოკუმენტების ჩათვლით) ან/და ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში _ ნიმუში;

ბ)         თუ სატენდერო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტი ვერ შეძლებს  ან არ მოახდენს სატენდერო განცხადებით მოთხოვნილი საკვალიფიკაციო მონაცემების დაზუსტებას,  შევსებას, წარდგენას ან ხელახალ დადასტურებას;

გ)    თუ პრეტენდენტი არ დათანხმდება სატენდერო კომისიის მიერ მის სატენდერო წინადადებაში აღმოჩენილი მექანიკური შეცდომების გასწორებას;

დ)       თუ სატენდერო წინადადება ან/და საკვალიფიკაციო მონაცემები  არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციით ან/და ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

ე)         თუ შესყიდვის პროცედურების დროს ადგილი ექნება პრეტენდენტის არაკეთილსინდისიერ ქმედებას;

ვ)         თუ შესყიდვის პროცედურებში მონაწილე პირის მიერ წარმოდგენილი მონაცემები ან/და მათი დამადასტურებელი დოკუმენტები ყალბი აღმოჩნდება.

 

პრეტენდენტის სატენდერო წინადადების სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში დასაშვებია სატენდერო წინადადება დაზუსტდეს, შეივსოს ან წარდგენილ იქნეს სატენდერო განცხადებაში მოთხოვნილი საკვალიფიკაციო  დოკუმენტაცია ან სატენდერო წინადადება მისი არსის შეუცვლელად, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში  სატენდერო წინადადება შეფასებაზე  არ დაიშვება.

 

ზეპირი ვაჭრობის დროს არ დაიშვება  სატენდერო წინადადების ფასის გაზრდა.

 

პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი სატენდერო წინადადება.

ალტერნატიული სატენდერო წინადადებები არ დაიშვება.

ზეპირი ვაჭრობის ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი, ბარათაშვილის ქ. #2,     შპს ,,ენერგოტრანსი“, 1-ლი სართული.

აღნიშნულ ტენდერში შესაძლებელია მხოლოდ ერთი გამარჯვებულის გამოვლენა.

დაგვიანებით შემოსულ სატენედერო წინადადებებს სატენდერო კომისია არ განიხილავს და გაუხსნელად უბრუნებს წარმომდგენ პირს.

ტენდერში მონაწილეობის მსურველ პირებს  უფლება აქვთ გაეცნონ სატენდერო დოკუმენტაციას სატენდერო დოკუმენტაციის გატანის ვადის დასრულებამდე ,,შემსყიდველ“ ორგანიზაციაში. განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ ასევე გამოქვეყნდება შემსყიდველის ვებ-გვერდზე: www.energotrans.com.ge.

დამატებითი ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ბარათაშვილის ქუჩა #2, შპს „ენერგოტრანსი“.

საკონტაქტო პირები:  დირექტორის მოადგილე ლოჯისტიკის საკითხებში ზაზა ცოციაშვილი მობ: 577991999, ელ. ფოსტა: zaza.tsotsiashvili@energotrans.com.ge და  შესყიდვების მენეჯერი თეა ტორიაშვილი  ტელ: 577625485   ელ. ფოსტა: t.toriashvili@energotrans.com.ge.

 

აღნიშნული ტენდერი ტარდება  შპს ,,ენერგოტრანსის” მიერ საქონლის, მომსახურების და სამუშაოების შესყიდვის წესის  შესაბამისად.

 

Share.