სატენდერო განცხადება 63 მვა, 400 კვ ტრანსფორმატორის #20-T-02 კონსერვაციის და 63 მვა 400 კვ ტრანსფორმატორის #20-T=01 ტექნიკური მდგომარეობის შეფასების მომსახურების შესყიდვის შესახებ, ახალციხის (ახალციხე-500) გარდამქმნელ ქვე-სადგურში

0

სატენდერო განცხადება

63 მვა, 400 კვ ტრანსფორმატორის #20-T-02 კონსერვაციის და  63 მვა 400 კვ ტრანსფორმატორის #20-T=01 ტექნიკური მდგომარეობის შეფასების მომსახურების შესყიდვის შესახებ,  ახალციხის (ახალციხე-500) გარდამქმნელ  ქვე-სადგურში

 

შპს „ენერგოტრანსი“ აცხადებს 63 მვა, 400 კვ ტრანსფორმატორის #20-T-02 კონსერვაციის და  63 მვა, 400 კვ ტრანსფორმატორის #20-T=01 ტექნიკური შეფასების მომსახურების შესყიდვის ტენდერს, ახალციხის (ახალციხე-500) გარდამქმნელ ქვე-სადგურში.

 

სატენდერო პროცედურა ჩატარდება შპს „ენერგოტრანსის“ „საქონლის, მომსახურების და სამუშაოების შესყიდვის წესის“  შესაბამისად.

 

მომსახურების მიზანს წარმოადგენს ტრანსფორმატორის (ქარხნული ნომრით# 30T110119.02) მოქმედი ნაწილების და ასაწყობი ნაწილების კონსერვაცია, საიზოლაციო დეტალების, საშუალო ძაბვის და დაბალი ძაბვის ელ. გრაგნილების და მაგნიტური სადენის დაცვის მიზნით, ახალციხის (ახალციხის-500) გარდამქმნელ ქვე- სადგურში.

მომსახურება მოიცავს შემდეგ საქმიანობას:

 

N მომსახურების ტიპი განზომილების ერთეული რაოდენობა
I 63 მვა, 400 კვ ტრანსფორმატორის #20-T-02 კონსერვაცია
1 მოსამზადებელი სამუშაოები ლოტი 1
2 ტრანსფორმატორის მაგნიტური სადენის აწყობა ლოტი 1
3 ბარიერის და ელ. უღელის იზოლაციის კონსერვაცია ლოტი 1
4 მოქმედი ნაწილის მონტაჟი ავზში ლოტი 1
5 მოქმედი ნაწილის კონსერვაცია ტრანსფორმატორის ავზში ლოტი 1
6 ასაწყობი ნაწილების კონსერვაცია ლოტი 1
II 63 მვა, 400 კვ ტრანსფორმატორის #20-T=01 ტექნიკური მდგომარეობის შეფასება ახალციხის (ახალციხე-500) გარდამქმნელ ქვე-სადგურში ლოტი 1

 

კონტრაქტორმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველი, ზეთის დაღვრის აღმოფხვრის  გარანტიით, შემსყიდვლის მიერ მომსახურების მიღებიდან 12 თვის განმავლობაში.

 

ტენდერის მონაწილეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ 1 თვიდან 2 თვემდე დროის მონაკვეთი მომსახურების განხორციელებისთვის.  მომსახურების განხორციელების დრო  გათვალისწინებული იქნება, როგორც შეფასების კრიტერიუმი  0.3 პრიორიტეტულობის კოეფიციენტით. ტენდერის იმ მონაწილეებს, რომელთა შემოთავაზების მიხედვით, მომსახურების განხორციელება გათვალისწინებულია 1 თვის ვადაში, მიენიჭებათ მაქსიმალური – 10 ქულა ამ კრიტერიუმისათვის.

 

აღნიშნული მომსახურებისთვის წარმოდგენილ ფასში გათვალისწინებული უნდა იყოს  მომსახურებასთან დაკავშირებული ყველა სახის ხარჯი. ფასში გათვალისწინებული უნდა იყოს საქართველოს კანომდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადი.

 

ფაქტიურად გაწეული მომსახურების (ფასების ცხრილის მიხედვით) ანაზღაურება განხორციელდება ლარში, საბანკო გადარიცხვის გზით, მომსახურების დასრულებაზე საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და შესაბამისი ინვოისის წარმოდგენიდან 20 სამუშაო დღის ვადაში.

ტენდერის მონაწილის გამოცდილება სატენდერო მოთხოვნების მიხედვით: ტენდერის მონაწილე უნდა ფლობდეს 400 (500) კვ ტრანსფორმატორების წარმოების და/ან შეკეთების მინიმუმ ხუთ (5) წლიან გამოცდილებას. სავალდებულოა ტენდერის მონაწილის, როგორც მწარმოებლის და/ან შემკეთებლის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა (ისეთი დოკუმენტები, როგორის არის  წარმოებული  და/ან შეკეთებული ტრანსფორმატორების ნუსხა და სხვ.).

ფასის კლების ბიჯი (შემდგომში: „ბიჯი“) ზეპირი ვაჭრობის  დროს შეადგენს 4,000.00 (ოთხი ათასი) ლარს.  ზეპირი ვაჭრობის ჩატარების ადგილი: ბარათაშვილის ქ. #2, 0105, თბილისი, საქართველო, შემსყიდველის ოფისი.

 

ტენდერის მონაწილეებმა საკუთარ სატენდერო წინადადებებთან ერთად უნდა წარმოადგინონ სატენდერო წინადადების გარანტია – საბანკო გარანტია. აღნიშნული საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადების მოქმედების ვადას უნდა აღემატებოდეს მინიმუმ 30 კალენდარული დღით. სატენდერო გარანტიის თანხა უნდა შეადგენდეს 6,000 ლარს (ექვსი ათასი).

 

ტენდერის იმ მონაწილემ, რომელსაც შემსყიდველი გაუფორმებს კონტრაქტს, უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების გარანტია – საბანკო გარანტია – ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 3 %-ის ოდენობით.

                                                                            

სატენდერო დოკუმენტის მისაღებად,  დაინტერესებულმა პირებმა უნდა გადაიხადონ არანაზღაურებადი 50 (ორმოცდაათი) ლარი, შპს „ენერგოტრანსის“ ქვემოთ მითითებულ ანგარიშზე:

 

სს „თი-ბი-სი ბანკი“

კოდი: TBCBGE22

ბანკის ანგარიში: GE37TB7731436030100001

მიმღები: შპს „ენერგოტრანსი“

დანიშნულება: სატენდერო დოკუმენტის საფასური ტენდერისათვის: T02 S 01-1/2017

 

ზემოთ აღნიშნული, არანაზღაურებადი თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ, სატენდერო დოკუმენტის მიღება შესაძლებელი იქნება შპს „ენერგოტრანსის“ ოფისში, ქვემოთ მითითებულ მისამართზე, შესყიდვის შესახებ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ,  2017 წლის 27 დეკემბრის 18:00 სთ-მდე.

 

შემსყიდველის მისამართი:

შპს „ენერგოტრანსის“ მისამართი:

ბარათაშვილის ქ. #2,0105, თბილისი, საქართველო

ტელ: +(99532)2510391

ელ. ფოსტა: m.gikoshvili@energotrans.com.ge

 

სატენდერო წინადადებები და საკვალიფიკაციო ინფორმაცია ტენდერის მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ ზემოთ მითითებულ მისამართზე, არაუგვინეს 2017 წლის 28 დეკემბრის  15:00 საათისა, ადგილობრივი  დროით. სატენდერო წინადადებების გახსნა მოხდება 2017 წლის 28 დეკემბერს, ადგილობრივი დროით 15:00 სთ-ზე, ტენდერის იმ მონაწილეების თანდასწრებით, რომლებიც მოისურვებენ დასწრებას. დაგვიანებული სატენდერო წინადადებები არ მიიღება.

 

სატენდერო წინადადება, ყველა საჭირო დოკუმენტების ჩათვლით,  წარმოდგენილი  უნდა იყოს ინგლისურ ენაზე. სატენდერო წინადადების წარმოდგენა უნდა მოხდეს დალუქული კონვერტით, რომელზეც მითითებული იქნება შემდეგი ინფორმაცია: ვის: შპს „ენერგოტრანსის“ სატენდერო კომისიას, ტენდერის მონაწილის დასახელება, სატენდერო პროცესის დასახელება, ტენდერის # T02 S 01-1/2017.

 

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ტენდერის მონაწილეებმა საკუთარ სატენდერო წინადადებებთან ერთად, უნდა წარმოადგინონ შემდეგი საკვალიფიკაციო ინფორმაცია:

ტენდერის მონაწილეებმა საქართველოდან:

 

  1. კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის და ინდ. მეწარმეებისათვის:
  2. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
  3. ცნობა საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შესახებ (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან);
  4. პრეტენდენტის რეკვიზიტები: მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო რეკვიზიტები, ტელეფონის ან/და ფაქსის ნომრები.
  5. საჯარო სამართლის იურიდიული პირებისთვის:
  6. ცნობა საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შესახებ (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან);
  7. პრეტენდენტის რეკვიზიტები: მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო რეკვიზიტები, ტელეფონის ან/და ფაქსის ნომრები.
  8. ფიზიკური პირებისთვის:
  9. ცნობა საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შესახებ (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან);
  10. პრეტენდენტის რეკვიზიტები: მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო რეკვიზიტები, ტელეფონის ან/და ფაქსის ნომრები.

 

ტენდერის უცხოელი მონაწილეებისთვის:

  1. პრეტენდენტის იურიდიული სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გაცემული უნდა იყოს ტენდერის მონაწილის ქვეყნის შესაბამისი უწყების მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
  2. პრეტენდენტის რეკვიზიტები: მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო რეკვიზიტები, ტელეფონის ან/და ფაქსის ნომრები.

 

სატენდერო წინადადებები არ მიიჩნევა მისაღებად და არ დაექვემდებარება შემდგომ შეფასებას, იმ შემთხვევაში, თუ:

  • ტენდერის მონაწილე არ წარმოადგენს ყველა სახის საჭირო დოკუმენტაციას (დამხმარე დოკუმენტაციასთან ერთად) და/ან ინფორმაციას, რომელიც ექვემდებარება სავალდებულო წარმოდგენას, მოცემული შესყიდვების განცხადების და სატენდერო დოკუმენტის მიხედვით;
  • სატენდერო კომიიის მოთხოვნის საფუძველზე ტენდერის მონაწილე ვერ დააზუსტებს, შეავსებს, წარმოადგენს, ან დაადასტურებს საკვალიფიკაციო ინფორმაციას, რაც გათვალისწინებულია შესყიდვების მოცემული განცხადების მიხედვით;
  • ტენდერის მონაწილე უარს აცხადებს სატენდერო კომისიის მიერ მის სატენდერო წინადადებაში გამოვლენილი არითმეტიკული (მექანიკური) შეცდომების გასწორებაზე;
  • სატენდერო წინადადება და/ან საკვალიფიკაციო ინფორმაცია არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტით და/ან მოცემული შესყიდვების განცხადებით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
  • ტენდერის მონაწილე იყენებს არასამართლიან პრაქტიკას, შესყიდვების პროცესში;
  • ტენდერის მონაწილის მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები, ან სატენდერო წინადადებაში წარმოდგენილი მონაცემები, ან მათი დამადასტურებელი დოკუმენტები, აღმოჩნდება ყალბი.

 

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერის მონაწილის სატენდერო წინადადება შესაბამისობაშია სატენდერო დოკუმენტის ტექნიკურ მოთხოვნებთან, შესაძლებელი იქნება ტენდერის მონაწილის სატენდერო წინადადების დაზუსტება, ან შევსება, ან მოთხოვნილი საკვალიფიკაციო ინფორმაციის ხელახალი წარმოდგენა, სატენდერო წინადადების არსის ცვლილების გარეშე, სხვა შემთხვევაში სატენდერო წინადადება არ მიიღება შესაფასებლად.

 

ტენდერის მონაწილემ უნდა წარმოადგინოს მხოლოდ ერთი სატენდერო წინადადება. ალტერნატიული სატენდერო წინადადებების მიღება არ არის ნებადართული.

 

დაინტერესებულ იურიდიულ პირებს შეუძლიათ გაეცნონ სატენდერო დოკუმენტს შემსყიდველის ოფისში, სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადამდე.

 

მოცემული განცხადება შესყიდვის შესახებ ასევე გამოქვეყნდება შემსყიდველის ვებ-გვერდზე: www.energotrans.com.ge

დამატებითი ინფორმაცის მიღება შესაძლებელია შპს „ენერგოტრანსის“ ოფისში, ზემოთ მითითებულ მისამართზე.

საკონტაქტო პირები:

მაია გიქოშვილი, შპს „ენერგოტრანსის“ დირექტორის მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი, ელ. ფოსტა: m.gikoshvili@energotrans.com.ge

თეა ტორიაშვილი, შესყიდვების მენეჯერი, ელ. ფოსტა: t.toriashvili@energotrans.com.ge

 

Share.