სოციალური და გარემოს დაცვის საკითხების სამსახურის უფროსი

0

„ენერგოტრანსი“ აცხადებს ვაკანსიას სოციალური და გარემოს დაცვის საკითხების სამსახურის უფროსის პოზიციაზე

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია სოციალური საკითხების მიმართულებით;
  • შესაბამის სფეროში მინიმუმ 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
  • საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების სოციალური და გარემოსდაცვითი რეგულაციების და მოთხოვნების ცოდნა;
  • ინგლისური და ქართული ენების მაღალ დონეზე ცოდნა (წერა, საუბარი), რუსული ენის ფლობა ჩაითვლება დამატებით უპირატესობად;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღლეს დონეზე ცოდნა.

უნარები:

  • კომუნიკაციის კარგი უნარი;
  • შემჭიდროვებულ ვადებსა და სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • ინიციატიურობა;
  • ახალ სიტუაციასთან სწრაფად ადაპტირების უნარი;
  • სწრაფი შეფასების უნარი.

 

მოვალეობები:

 

  • საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების კოორდინაციის ხელშეწყობა სოციალური და გარემოსდაცვითი კომპონენტის კუთხით;
  • საერთაშორისო პროექტების ფარგლებში ანგარიშგება სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით;
  • სოციალურ საკითხებთან (განსახლების სამოქმედო გეგმასთან) დაკავშირებული პოლიტიკის პროექტებთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესში მონაწილეობა;
  • გზშ–სა და განსახლების დოკუმენტების მომზადების და მათი შესრულების მონიტორინგი;
  • გარემოს სოციალური საკითხების მონოტორინგის განხორციელება დონორების მოთხოვნებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
  • განსახლების სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებულ საჯარო შეხვედრებში მონაწილეობა. შემოსული საჩივრებისა და კომენტარების განხილვა და რეკომენდაციების შემუშავება;
  • მოსახლეობასთან შეხვედრების ორგანიზება და მოლაპარაკებების წარმოება/ მონიტორინგი;
  • პროექტებში მონაწილე დაინტერესებულ მხარეებს შორის კოორდინაცია.

სამუშაო დრო და ადგილი:

სრული სამუშაო გრაფიკი;

ძირითადი სამუშაო ადგილი – ქ. თბილისი;

 

გამოაგზავნეთ თქვენი CV ფოტოსურათით, marina.skhirtladze@energotrans.com.ge 2018 წლის 17 სექტემბრის ჩათვლით. (გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების შპს „ენერგოტრანსისთვის“ გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით.)

 

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

 

Share.