მოწვევა ტენდერში მონაწილეობის მისაღებად

0

მოწვევა ტენდერში მონაწილეობის მისაღებად

 

საქართველო

ჯვარი-ხორგას ელ. გადამცემი ხაზის პროექტი

500 კვ ორ-ჯაჭვა ელ. გადამცემი ხაზის დაახლოებით 8 კმ-ის და 220 კვ ორ-ჯაჭვა ელ. გადამცემი ხაზის დაახლოებით 60 კმ-ის დარჩენილი სამშენებლო სამუშაოების დასრულება – პაკეტი „ბ“

 

 

  1. მოცემული მოწვევა ტენდერში მონაწილეობის მისაღებად შემუშავდა აღნიშული პროექტისთვის განსაზღვრული შესყიდვების ზოგადი შეტყობინების საფუძველზე, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (ბანკის) ვებ-გვერდზე –  შესყიდვების შეტყობინებები (www.ebrd.com) გამოქვეყნდა 2013 წ. 02 მაისს.

 

  1. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა (სსე)/შპს „ენერგოტრანსი“,  შემდგომში – „დამკვეთი“, გეგმავს ბანკისგან მიღებული სესხის სახსრების ნაწილის გამოყენებას ჯვარი-ხორგას დამაკავშირებელი პროექტისთვის.

 

  1. დამკვეთი იწვევს კონტრაქტორებს დალუქული სატენდერო წინადადებების წარმოსადგენად ქვემოთ წარმოდგენილ კონტრაქტთან (კონტრაქტებთან) მიმართებაში, რომელიც დაფინანსდება  სესხის სახსრების ნაწილით:

 

500 კვ ორ-ჯაჭვა ელ. გადამცემი ხაზის დაახლოებით 8 კმ-ის და 220 კვ ორ-ჯაჭვა ელ. გადამცემი ხაზის დაახლოებით 60 კმ-ს დარჩენილი სამშენებლო სამუშაოების დასრულება. დარჩენილი სამუშაოების ტექნიკური სპეციფიკაციები და ნახაზები მოცემულია მეხუთე (V) ნაწილში: „მოთხოვნები“. სამშენებლო სამუშაოების ხანგრძლივობა შეადგენს ექვს (6) თვეს. აღნიშნული კონტრაქტის თანახმად შესასრულებელი დარჩენილი სამუშაოები მოიცავს, თუმცა არ არის შეზღუდული, შემდეგს:

  • საძირკვლის მოწყობის სამუშაოები;
  • ანძების აღმართვა;
  • სადენების და ოპტიკურ-ბოჭკოვანი მეხ-დამცავი გვარლის (OPGW) გაჭიმვა;
  • ფერდობის გამაგრების სამუშაოები;
  • ეროზიისგან დაცვის სამუშაოები;
  • არსებული მისასვლელი გზების რეაბილიტაცია;
  • დარჩენილი სამუშაოების დასრულებისთვის საჭირო ტექნიკური მასალების და მოწყობილობების უზრუნველყოფა (საჭიროების შემთხვევაში).

 

 

  1. ტენდერში მონაწილოების მიღება კონტრაქტებისთვის, რომელთა დაფინანსება გათვალისწინებულია ბანკის სასესხო სახსრების ნაწილით, ღიაა ნებისმიერი ქვეყნის კომპანიებისთვის.

 

  1. თითოეული კონტრაქტის მინიჭებისთვის აუცილებელია, რომ ტენდერის მონაწილეებმა არსებითად დააკმაყოფილონ ქვემოთ წარმოდგენილი მინიმალური კრიტერიუმები:

 

  • საშუალო წლიური ბრუნვა

მინიმალური საშაულო წლიური ბრუნვა უნდა შეადგენდეს 3,000,000 (სამ მილიონ) ევროს, ბოლო ორი (2) წლის განმავლობაში;

 

  • გამოცდილება

ბოლო ხუთი (5) წლის განმავლობაში, მინიმუმ ორი (2) კონტრაქტის  განხორციელების გამოცდილება, კონტრაქტორის, ან ქვე-კონტრაქტორის სტატუსით. თითოეული კონტრაქტის ფასი უნდა შეადგენდეს მინიმუმ  1,500,000 ევროს (მილიონ ხუთასი ათასი). აღნიშნული კონტრაქტები წარმატებულად და არსებითად უნდა იყოს დასრულებული და უნდა იყოს შემოთავაზებული სამუშაოების მსგავსი. მსგავსება დაფუძნებული უნდა იყოს სამუშაოების ხასიათსა და სირთულეზე, მეხუთე (V) ნაწილში („მოთხოვნები“) მოცემული სამუშაოების შესაბამისად. ხელშეკრულებების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა სავალდებულოა.

 

  • საჭირო აღჭურვილობა

 

# აღჭურვილობის ტიპი და მახასიათებლები მინიმალური რაოდენობა
1 5 ტ  ჯალამბარი და 25 ტ მეტალის დერიკ-ამწე 2
2 ავტო ამწე 2
3 ავტო-მზიდები 4
4 ბულდოზერი 2
5 პერსონალის და მასალის ტრანსპორტირების საშუალებები 4
6 ექსკავატორები მინიმუმ 130 კვტ 2
7 მოძრავი ბეტონის ქარხანა 1
8 ბეტონის ავტო-თვითმცლელი 1
9 სადენების გამჭიმი კომპლექტი 2
10 საჰაერო ელ. გადამცემი ხაზების გამჭიმი/დასაჭიმი  მოწყობილობა 1
11 ლიდერ გვარლი სადენისა და გვარლისთვის (OPGW) 10 კმ/2 კმ
12 ორმაგი გორგოლაჭის კომპლექტი სადენისთვის 50 ანძის კომპლექტი
13 ერთმაგი  გორგოლაჭის კომპლექტი (OPGW)-სა და გვარლისთვის 50 ანძის კომპლექტი
14 საჰაერო ელ. გადამცემი ხაზის  დაერთების კომპლექტი  + ოპტიკურ-იმპულსური რეფლექტო-მეტრი 1
15 გრუნტის სატკეპნი 20ტ 1

 

 

 

(d) წამყვანი სპეციალისტების ძირითადი ჩამონათვალი

(a)           პოზიცია კვალიფიკაცია გამოცდილება
პროექტის დირექტორი ელექტრო-ინჟინერია/ პროექტის მართვასაჰაერო ელ. გადამცემი ხაზების, მათ შორის 500 კვ-მდე ელ. გადამცემი ხაზების პროექტებზე მუშაობის წარმატებული გამოცდილება 15 წელი (მთლიანი სამუშაო გამოცდილება) და მსგავსი სახის სამუშაოების შესრულების 10-წლიანი გამოცდილება
პროექტის რეზიდენტი მენეჯერი ელექტრო-ინჟინერია/ პროექტის მართვასაჰაერო ელ. გადამცემი ხაზების, მათ შორის 500 კვ-მდე ელ. გადამცემი ხაზების პროექტებზე მუშაობის წარმატებული გამოცდილება 15 წელი (მთლიანი სამუშაო გამოცდილება) და მსგავსი სახის სამუშაოების შესრულების 10-წლიანი გამოცდილება
ობიექტის რეზიდენტი მენეჯერი ელექტრო-ინჟინერია/ პროექტის მართვასაჰაერო ელ. გადამცემი ხაზების, მათ შორის 500 კვ-მდე ელ. გადამცემი ხაზების პროექტებზე მუშაობის წარმატებული გამოცდილება 15 წელი (მთლიანი სამუშაო გამოცდილება) და მსგავსი სახის სამუშაოების შესრულების 10-წლიანი გამოცდილება
ელ. გადამცემი ხაზის სპეციალისტი  ელექტრო-ინჟინერია/ სამოქალაქო მშენებლობასაჰაერო ელ. გადამცემი ხაზების, მათ შორის 500 კვ-მდე ელ. გადამცემი ხაზების პროექტებზე მუშაობის წარმატებული გამოცდილება 20 წელი (მთლიანი სამუშაო გამოცდილება) და მსგავსი სახის სამუშაოების განხორციელების 10-წლიანი გამოცდილება
ელ. გადამცემი ხაზის კონსტრუქტორი ელექტრო-ინჟინერია / სამოქალაქო მშენებლობასაჰაერო ელ. გადამცემ ხაზების, მათ შორის 500 კვ-მდე ელ. გადამცემი ხაზების პროექტებზე მუშაობის წარმატებული გამოცდილება 20 წელი (მთლიანი სამუშაო გამოცდილება) და მსგავსი სახის სამუშაოების განხორციელების 10-წლიანი გამოცდილება
ინჟინერ-გეოტექნიკოსი გეო-ტექნიკური ინჟინერია / სამოქალაქო მშენებლობასაჰაერო ელ. გადამცემ ხაზების, მათ შორის 500 კვ-მდე ელ. გადამცემი ხაზების პროექტებზე მუშაობის წარმატებული გამოცდილება 10 წელი (მთლიანი სამუშაო გამოცდილება) და მსგავსი სახის სამუშაოების განხორციელების 5-წლიანი გამოცდილება
უფროსი გეოდეზისტი ბაკალავრი ინჟინერი, საჰაერო ელ. გადამცემ ხაზებზე, მათ შორის 500 კვ-მდე ელ. გადამცემ ხაზებზე მუშაობის წარმატებული გამოცდილებით 10 წელი (მთლიანი სამუშაო გამოცდილება) და მსგავსი სახის სამუშაოების განხორციელების 5-წლიანი გამოცდილება
უსაფრთხოების, ჯანმრთელობის და გარემოს დაცვის მენეჯერი ინჟინერიის ბაკალავრი, საჰაერო ელ. გადამცემ ხაზებზე, მათ შორის 500 კვ-მდე ელ. გადამცემ ხაზებზე მუშაობის წარმატებული გამოცდილებით 10 წელი (მთლიანი სამუშაო გამოცდილება) და მსგავსი სახის სამუშაოების განხორციელების 5-წლიანი გამოცდილება

 

 

  1. სატენდერო დოკუმენტები ხელმისაწვდომია ელექტრონულად, უსასყიდლოდ.

 

  1. ყველა სატენდერო წინადადებას თან უნდა ახლდეს სატენდერო წინადადების გარანტია 70,000 (სამოცდაათი ათასი) ევროს, ან კონვერტირებად ვალუტაში აღნიშნული თანხის ეკვივალენტის ოდენობით.

 

  1. სატენდერო წინადადებების წარმოდგენა უნდა მოხდეს ოფისში, ქვემოთ მითითებულ მისამართზე, არა უგვიანეს 2018 წლის 26 ნოემბრის 15:00 საათისა (ადგილობრივი დროით), რა დროსაც მოხდება სატენდერო წინადადებების გახსნა, ტენდერის მონაწილეების იმ წარმომადგენლების თანდასწრებით, რომლებიც მოისურვებენ დასწრებას.

 

  1. შესყიდვების მოქმედი წესებია:  ბანკის შესყიდვების პრინციპები და წესები (PP&R), რაც განთავსებულია შემდეგ მისამართზე:  www.ebrd.com/news/publications/policies/procurement-policies-and-rules.html

 

ტენდერის მომავალ მონაწილეებს სატენდერო დოკუმენტების და დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ქვემოთ მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის საფუძველზე:

 

საკონტაქტო პირი: თეა ტორიაშვილი, დირექტორის მოადგილე პროექტების მართვის საკითხებში

დამკვეთი: სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“/შპს „ენერგოტრანსი“

მისამართი: ბარათაშვილის ქ. #2, 0105, თბილისი, საქართველო

ტელ: +995 32 2510315

 

info@energotrans.com.get.toriashvili@energotrans.com.ge

 

 

 თარიღი: 12 ოქტომბერი, 2018 წელი

Share.