63 მვა, 400 კვ ტრანსფორმატორის #20-T-02 კონსერვაციის მომსახურების და 63 მვა 400 კვ ტრანსფორმატორის #20-T-01 ტექნიკური მდგომარეობის შეფასების მომსახურების შესყიდვის შესახებ, კონვერტორულ სადგურში: „ახალციხე-500“

0

განცხადება

 

63 მვა, 400 კვ ტრანსფორმატორის  #20-T-02 კონსერვაციის მომსახურების და  63 მვა 400 კვ ტრანსფორმატორის #20-T01 ტექნიკური მდგომარეობის შეფასების მომსახურების შესყიდვის შესახებ,  კონვერტორულ სადგურში: „ახალციხე-500“

 

შპს „ენერგოტრანსი“ აცხადებს 63 მვა, 400 კვ ტრანსფორმატორის #20-T-02 კონსერვაციის მომსახურების და  63 მვა, 400 კვ ტრანსფორმატორის #20-T=01 ტექნიკური შეფასების მომსახურების შესყიდვის ტენდერს, ახალციხის (ახალციხე-500/400/220) კონვერტორულ სადგურში.

 

სატენდერო პროცედურა ჩატარდება შპს „ენერგოტრანსის“ „საქონლის, მომსახურების და სამუშაოების შესყიდვეის რეგულაციების“  შესაბამისად.

 

მომსახურების მიზანს წარმოადგენს ტრანსფორმატორის (ქარხნული ნომრით# 30T110119.02) მოქმედი ნაწილების და ასაწყობი ნაწილების კონსერვაცია, საიზოლაციო დეტალების, საშუალო ძაბვის და დაბალი ძაბვის ელ. გრაგნილების და მაგნიტური სადენის დაცვის მიზნით, ახალციხის (ახალციხის-500/400/220) კონვერტორულ სადგურში.

მომსახურება მოიცავს შემდეგ საქმიანობას:

N მომსახურების ტიპი განზომილების ერთეული რაოდენობა
I ტრანსფორმატორის შემოწმება,  #20-T-02 და დასკვნის მომზადება  ლოტი 1
II 63 მვა, 400 კვ ტრანსფორმატორის, #20-T-02  კონსერვაცია  (მხოლოდ დადებითი დასკვნის შემთხვევაში)
1 მოსამზადებელი სამუშაოები ლოტი 1
2 ტრანსფორმატორის მაგნიტური სადენის აწყობა ლოტი 1
3 ბარიერის და ელ. უღელის იზოლაციის კონსერვაცია ლოტი 1
4 მოქმედი ნაწილის მონტაჟი ავზში ლოტი 1
5 მოქმედი ნაწილის კონსერვაცია ტრანსფორმატორის ავზში ლოტი 1
6 ასაწყობი ნაწილების კონსერვაცია ლოტი 1
III 63 მვა, 400 კვ ტრანსფორმატორის #20-T=01 ტექნიკური მდგომარეობის შეფასება ახალციხის (ახალციხე-500) გარდამქმნელ ქვე-სადგურში ლოტი 1

 

კონტრაქტორმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველი, ზეთის დაღვრის აღმოფხვრის  გარანტიით, შემსყიდვლის მიერ მომსახურების მიღებიდან 12 თვის განმავლობაში.

 

ტენდერის მონაწილეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ 1 თვიდან 2 თვემდე დროის მონაკვეთი, მომსახურების მოწოდებისთვის.  მოწოდების დრო  გათვალისწინებული იქნება, როგორც შეფასების კრიტერიუმი,  0.3 ქულის ოდენობით. ტენდერის იმ მონაწილეებს, რომელთა შემოთავაზების მიხედვით, მომსახურების მოწოდება გათვალისწინებულია 1 თვის ვადაში, მიენიჭებათ მაქსიმალური – 10 ქულა.

 

აღნიშნული მომსახურებისთვის წარმოდგენილ ფასში გათვალისწინებული უნდა იყოს აღნიშნულ მომსახურებასთან დაკავშირებული ყველა სახის ხარჯები. ფასებში გათვალისწინებული უნდა იყოს საქართველოს კანომდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადი.

 

ფაქტიურად შესრულებული მომსახურების (ფასების ცხრილის მიხედვით) ანაზღაურება განხორციელდება ლარში, საბანკო გადარიცხვის გზით, მომსახურების დასრულებაზე საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და შესაბამისი ინვოისის წარმოდგენიდან 20 სამუშაო დღის ვადაში.

ტენდერის მონაწილის გამოცდილება სატენდერო მოთხოვნების მიხედვით: ტენდერის მონაწილე უნდა ფლობდეს 400 (500) კვ ტრანსფორმატორების წარმოების და/ან შეკეთების მინიმუმ ხუთ (5) წლიან გამოცდილებას. სავალდებულოა ტენდერის მონაწილის, როგორც მწარმოებლის და/ან შემკეთებლის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა (ისეთი დოკუმენტები, როგორის არის  წარმოებული  და შეკეთებული ტრანსფორმატორების ნუსხა, კონტრაქტის და მიღება-ჩაბარების აქტების ასლები და სხვ.).

ფასის კლების ბიჯი ზეპირი ვაჭრობის (შემდგომში: „ბიჯი“)  დროს შეადგენს 4,000.00  ლარს (ოთხი ათასი).  ზეპირი ვაჭრობის (ბიჯი)  ჩატარების ადგილი: ბარათაშვილის ქ. #2, 0105, თბილისი, საქართველო. შემსყიდველის ოფისი.

 

ტენდერის მონაწილეებმა საკუთარ სატენდერო წინადადებებთან ერთად უნდა წარმოადგინონ სატენდერო წინადადების გარანტია – საბანკო გარანტია. აღნიშნული საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა ტენდერის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადების მოქმედების ვადას უნდა აღემატებოდეს მინიმუმ 30 კალენდარული დღით. სატენდერო გარანტიის თანხა უნდა შეადგენდეს სატენდერო წინადადების მინ. 3%.

 

ტენდერის იმ მონაწილემ, რომელსაც შემსყიდველი გაუფორმებს კონტრაქტს, უნდა წარმოადგინოს შესრულების გარანტია – საბანკო გარანტია – ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 3 %-ის ოდენობით.

                                                                            

სატენდერო დოკუმენტის მისაღებად,  დაინტერესებულმა და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანიზაციებმა უნდა გადაიხადონ არანაზღაურებადი 50 (ორმოცდაათი) ლარი, შპს „ენერგოტრანსის“ ქვემოთ მითითებულ ანგარიშზე:

 

სს „თი-ბი-სი ბანკი“

კოდი: TBCBGE22

ბანკის ანგარიში: GE37TB7731436030100001

მოსარგებლე: შპს „ენერგოტრანსი“

მიზანი: სატენდერო დოკუმენტის საფასური ტენდერისათვის: T04 S 02-1/2019

 

ზემოთ აღნიშნული, არანაზღაურებადი თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ, სატენდერო დოკუმენტის მიღება შესაძლებელი იქნება შპს „ენერგოტრანსის“ ოფისში, ქვემოთ მითითებულ მისამართზე, შესყიდვის შესახებ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ,  2019 წლის 13 მაისის 18:00 სთ-მდე.

 

შემსყიდველის მისამართი:

შპს „ენერგოტრანსის“ მისამართი:

ბარათაშვილის ქ. #2,0105, თბილისი, საქართველო

ტელ: +(99532)2510391

ელ. ფოსტა: giorgi.chichinadze@energotrans.com.ge

 

ტენდერის მონაწილეების სატენდერო წინადადებები და საკვალიფიკაციო ინფორმაცია ტენდერის მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ ზემოთ მითითებულ მისამართზე, არაუგვიანეს 2019 წლის 14 მაისის  15:00 საათისა, ადგილობრივი  დროით. სატენდერო წინადადებების გახსნა მოხდება 2019 წლის 14 მაისის, ადგილობრივი დროით 15:00 სთ-ზე, ტენდერის იმ მონაწილეების თანდასწრებით, რომლებიც მოისურვებენ დასწრებას. დაგვიანებული სატენდერო წინადადებები არ მიიღება.

 

სატენდერო წინადადება, ყველა საჭირო დოკუმენტების ჩათვლით,  წარმოდგენილი  უნდა იყოს ინგლისურ ენაზე. სატენდერო წინადადების წარმოდგენა უნდა მოხდეს დალუქული კონვერტით, რომელზეც მითითებული იქნება შემდეგი ინფორმაცია: ვის: შპს „ენერგოტრანსის“ სატენდერო კომისიას, ტენდერის მონაწილის დასახელება, სატენდერო პროცესის დასახელება, ტენდერის # T04 S-02/2019.

 

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ტენდერის მონაწილეებმა საკუთარ სატენდერო წინადადებებთან ერთად, უნდა წარმოადგინონ შემდეგი საკვალიფიკაციო ინფორმაცია:

ტენდერის მონაწილეებმა საქართველოდან:

  1. ან იურიდიულმა პირებმა და კერძო სამართლის ინდივიდუალურმა მეწარმეება:
  2. სამეწარმეო და არა-სამეწარმეო (არა-კომერციული) იურიდიული პირების ამონაწერი რეესტრიდან;
  3. საჯარო/სამართლებრივი შეზღუდვების სერტიფიკატი (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან)
  4. ტენდერის მონაწილეების (საიდენტიფიკაციო) ინფორმაცია: მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო რეკვიზიტები, ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა.
  5. საჯარო სამართლის იურიდიული პირებისთვის:
  6. საჯარო/სამართლებრივი შეზღუდვები (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან)
  7. ტენდერის მონაწილეების (საიდენტიფიკაციო) ინფორმაცია: მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო რეკვიზიტები, ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა.
  8. ფიზიკური პირებისთვის:
  9. საჯარო/სამართლებრივი შეზღუდვები (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან)
  10. ტენდერის მონაწილეების (საიდენტიფიკაციო) ინფორმაცია: მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო რეკვიზიტები, ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა.

 

ტენდერის უცხოელი მონაწილეებისთვის:

  1. ტენდერის მონაწილის იურიდიული სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გაცემული უნდა იყოს ტენდერის მონაწილის ქვეყნის შესაბამისი უწყების მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
  2. ტენდერის მონაწილეების (საიდენტიფიკაციო) ინფორმაცია: მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო რეკვიზიტები, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა.

სატენდერო წინადადებები არ მიიჩნევა მისაღებად და არ დაექვემდებარება შემდგომ შეფასებას, იმ შემთხვევაში, თუ:

  • ტენდერის მონაწილე არ წარმოადგენს ყველა სახის საჭირო დოკუმენტაციას (დამხმარე დოკუმენტაციასთან ერთად) და/ან ინფორმაციას, რომელიც ექვემდებარება სავალდებულო წარმოდგენას, მოცემული შესყიდვების განცხადების და სატენდერო დოკუმენტის მიხედვით;
  • სატენდერო კომიიის მოთხოვნის საფუძველზე ტენდერის მონაწილე ვერ დააზუსტებს, დაასრულებს, წარმოადგენს, ან დაადასტურებს საკვალიფიკაციო ინფორმაციას, რაც გათვალისწინებულია შესყიდვების მოცემული განცხადების მიხედვით;
  • ტენდერის მონაწილე უარს აცხადებს სატენდერო კომიტეტის მიერ მის სატენდერო წინადადებაში გამოვლენილი არითმეტიკული (მექანიკური) შეცდომების გასწორებაზე;
  • სატენდერო წინადადება და/ან საკვალიფიკაციო ინფორმაცია არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენეტით და/ან მოცემული შესყიდვების განცხადებით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
  • ტენდერის მონაწილე იყენებს არასამართლიან პრაქტიკას, შესყიდვების პროცესში;
  • ტენდერის მონაწილის მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები, ან სატენდერო წინადადებაში წარმოდგენილი მონაცემები, ან მათი დამადასტურებელი დოკუმენტები, აღმოჩნდება ყალბი.

 

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერის მონაწილის სატენდერო წინადადება შესაბამისობაშია სატენდერო დოკუმენტის ტექნიკურ მოთხოვნებთან, შესაძლებელი იქნება ტენდერის მონაწილის სატენდერო წინადადების დაზუსტება, ან დასრულება, ან მოთხოვნილი საკვალიფიკაციო ინფორმაციის ხელახალი წარმოდგენა, სატენდერო წინადადების არსის ცვლილების გარეშე, სხვა შემთხვევაში სატენდერო წინადადება არ მიიღება შესაფასებლად.

 

ტენდერის მონაწილემ უნდა წარმოადგინოს მხოლოდ ერთი სატენდერო წინადადება. ალტერნატიული სატენდერო წინადადებების მიღება არ არის ნებადართული.

 

დაინტერესებულ იურიდიულ პირებს შეუძლიათ გაეცნონ სატენდერო დოკუმენტს შემსყიდველის ოფისში, სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადამდე.

 

მოცემული განცხადება შესყიდვის შესახებ ასევე გამოქვეყნდება შემსყიდველის ვებ-გვერდზე: www.energotrans.com.ge

დამატებითი ინფორმაცის მიღება შესაძლებელია შპს „ენერგოტრანსის“ ოფისში, ზემოთ მითითებულ მისამართზე.

საკონტაქტო პირი:

 

გიორგი ჭიჭინაძე, შესყიდვების სამსახურის უფროსი, ელ. ფოსტა: giorgi.chichinadze@energotrans.com.ge

 

Share.