შპს „ენერგოტრანსი“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე

0

შპს „ენერგოტრანსი“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე:

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ფინანსური აღრიცხვის ცოდნა.
  • საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
  • მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
  • საბუღალტრო პროგრამა (1C) მუშაობის გამოცდილება;
  • ქართული ენის  სრულყოფილად ცოდნა, უპირატესობა მიენიჭება რუსული და ინგლისური ენების ცოდნას;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა Windows, MS Office (უპირატესად MS Excell-ის და MS Word-ის);

 

ძირითადი მოვალეობები:

  • პირველადი დოკუმენტაციის დამუშავება / შედგენა;
  • შემოსავლების და ხარჯების ბუღალტრულ პროგრამაში ასახვა;
  • ძირითადი საშუალებების და სასაქონლო მატერიალური მარაგების აღრიცხვა;
  • საბანკო ოპერაციების წარმოება და ბუღალტრული აღრიცხვა.
  • დოკუმენტაციის დაარქივება;
  • საგადასახადო დეკლარაციის მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება.
  • სამუშაო პროცესში მთავარი ბუღალტრის დავალებების შესრულება.

 

პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სამუშაო დროის ეფექტურად მართვის უნარი;

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
  • სამუშაო განაკვეთი: სრული

 

გამოაგზავნეთ თქვენი CV ფოტოსურათით, marina.skhirtladze@energotrans.com.ge  2019 წლის 23 მაისიდან  3 ივნისის ჩათვლით.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

 

Share.