500 კვ. ეგხ “ვარძიის” სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები.

0

ამა წლის 27 მაისიდან 02 ივნისის ჩათვლით განხორციელდა შპს „ენერგოტრანსის“ ბალანსზე არსებული 500 კვ ეგხ „ვარძიის“ სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები,  კერძოდ: ანძებზე მეხდამცავი გვარლის დაზიანებული დამიწების მიერთების მოწესრიგება, სადენებზე გამბჯენების შეცვლა, დამიწების კონტურის ანძებზე მიერთების კვანძების მოწესრიგება, სადენების და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის დაზიანებულ ადგილებზე სარემონტო მომჭერების დამონტაჟება და ფრინველების ბუდეებისგან ანძების გაწმენდა.

წალკის და თეთრიწყაროს რაიონებში არსებული ტბების და წყალსაცავების მიმდებარე ტერიტორიაზე, ანძებზე ფრინველების დასხდომიდან გამომდინარე ადგილი ჰქონდა ხაზის გარდამავალ გამორთვებს, აქედან გამომდინარე 64 ანძაზე დამონტაჟდა ფრინველების დასხდომის საწინააღმდეგო კონსტრუქციები.

აღნიშნულ სამუშაოებს პირადად ესტუმრა შპს. “ენერგოტრანსი”-ს დირექტორი- ბატონი რომეო მიქაუტაძე და მადლობა გადაუხადა ბრიგადას, გაწეული სწრაფი და ხარისხიანი სამსახურისთვის.

ჩატარებული სამუშაოები უზრუნველყოფს გადამცემი ხაზის საიმედო და სტაბილურ მუშაობას.

 

 

Share.