შპს ,,ენერგოტრანსი“ აცხადებს ტენდერს ძალოვანი ტრანსფორმატორის სასუნთქი სისტემის ჰაერის ელექტრული გამაშრობლების შესყიდვაზე

0

დანართი #1

განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ

შპს ,,ენერგოტრანსი“ აცხადებს ტენდერს ძალოვანი ტრანსფორმატორის სასუნთქი სისტემის ჰაერის ელექტრული გამაშრობლების შესყიდვაზე:

# საქონლის დასახელება რაოდენობა
1 ძალოვანი ტრანსფორმატორის სასუნთქი სისტემის ჰაერის ელექტრული გამაშრობლები 12 ცალი

• საქონლის ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით.
• ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში. ანგარიშსწორება განხორციელდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
• საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 60 კალენდარულ დღეში.
• წარმოსადგენია საქონლის ხარისხის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
• წარმოსადგენია საქონლის საგარანტიო პირობები.
• პრედენტენტი უნდა იყოს საქონლის მწარმოებელი კომპანია ან მწარმოებლის ოფიციალური დილერი/ან კომერციული აგენტი და უნდა წარმოადგინოს დილერობის ან კომერციული აგენტობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია.
• შემოთავაზებული საქონლის დამამზადებელ კომპანიას უნდა გააჩნდეს ანალოგიური საქონლის დამზადების მინ. 5 წლიანი გამოცდილება.
• სატენდერო წინადადების ფასის კლების ბიჯი ზეპირი ვაჭრობისას (,,შემდგომში– ბიჯი“) – 2000 (ორი ათასი) ლარი.

აუცილებელი პირობა:
შესყიდვის განხორციელებისას გამოყენებული იქნება სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, სატენდერო წინადადების 3%-ის ოდენობით. ასევე გამოყენებული იქნება ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფა (საბანკო გარანტია) სახელშეკრულებო ღირებულების 3% -ის ოდენობით.
დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო დოკუმენტაციის მიღებისათვის საფასური 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით უნდა გადაიხადონ შპს ,,ენერგოტრანსის“ შემდეგ ანგარიშზე: სს ,,თიბისი ბანკი“, ბანკის კოდი: TBCBGE22, ა/ა # GE37TB7731436030100001 და მიუთითონ გადახდის მიზნობრიობა (ტენდერის # T-05 G-03/2019).
სატენდერო დოკუმენტაციის მიღებისათვის პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ 50 (ორმოცდაათი) ლარიანი გადახდის დამადასტურებელი ქვითარი შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ბარათაშვილის ქუჩა #2, შპს ,,ენერგოტრანსი“, 1-ლი სართული, რის შემდგომაც მათ გადაეცემათ ქართულ ენაზე შედგენილი სატენდერო დოკუმენტაცია განცხადების გამოქვეყნებიდან 2019 წლის 24 ივლისის 18:00 საათამდე.

სატენდერო წინადადებები და საკვალიფიკაციო მონაცემები პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ 2019 წლის 25 ივლისის 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ბარათაშვილის ქუჩა #2, შპს ,,ენერგოტრანსი“, 1-ლი სართული.

სატენდერო წინადადებების გახსნა პრეტენდენტების თანდასწრებით მოხდება 2019 წლის 25 ივლისის 15:00 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ბარათაშვილის ქუჩა #2, შპს ,,ენერგოტრანსი“, 1-ლი სართული.

ტენდერში მონაწილეობისათვის პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საკვალიფიკაციო მონაცემები და დოკუმენტები:
ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის და ინდ. მეწარმეებისათვის:
1. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
2. ცნობა საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შესახებ (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან);
3. პრეტენდენტის რეკვიზიტები: მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო რეკვიზიტები, ტელეფონის ან/და ფაქსის ნომრები.
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის:
1. ცნობა საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შესახებ (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან);
2. პრეტენდენტის რეკვიზიტები: მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო რეკვიზიტები, ტელეფონის ან/და ფაქსის ნომრები.
გ) ფიზიკური პირისათვის:
1. ცნობა საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შესახებ (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან);
2. პრეტენდენტის რეკვიზიტები: მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო რეკვიზიტები, ტელეფონის ან/და ფაქსის ნომრები.
შენიშვნა: პრეტენდენტს არ უნდა გააჩნდეს ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა.

ქვეკონტრაქტორი არ გამოიყენება.
ზემოაღნიშნული საკვალიფიკაციო მონაცემები წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე, ხოლო უცხო ქვეყნის იურიდიული და ფიზიკური პირის მიერ საკვალიფიკაციო მონაცემები წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისის ქვეყნის სათანადო ორგანოდან დადგენილი წესის შესაბამისად დამოწმებული ქართული თარგმანის სახით.

ყველა სავალდებულო დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, დახურულ კონვერტში, შემდეგი აღნიშვნით: პრეტენდენტის დასახელება, შპს „ენერგოტრანსის“ სატენდერო კომისიას. ტენდერი # T-05 G-03/2019.

სატენდერო წინადადებები არ ჩაითვლება მისაღებად და არ დაიშვება შეფასებისათვის შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუ პრეტენდენტის მიერ არ არის წარმოდგენილი ყველა საჭირო დოკუმენტი (თანმხლები დოკუმენტების ჩათვლით) ან/და ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში _ ნიმუში;
ბ) თუ სატენდერო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტი ვერ შეძლებს ან არ მოახდენს სატენდერო განცხადებით მოთხოვნილი საკვალიფიკაციო მონაცემების დაზუსტებას, შევსებას, წარდგენას ან ხელახალ დადასტურებას;
გ) თუ პრეტენდენტი არ დათანხმდება სატენდერო კომისიის მიერ მის სატენდერო წინადადებაში აღმოჩენილი მექანიკური შეცდომების გასწორებას;
დ) თუ სატენდერო წინადადება ან/და საკვალიფიკაციო მონაცემები არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციით ან/და ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
ე) თუ შესყიდვის პროცედურების დროს ადგილი ექნება პრეტენდენტის არაკეთილსინდისიერ ქმედებას;
ვ) თუ შესყიდვის პროცედურებში მონაწილე პირის მიერ წარმოდგენილი მონაცემები ან/და მათი დამადასტურებელი დოკუმენტები ყალბი აღმოჩნდება.

პრეტენდენტის სატენდერო წინადადების სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, დასაშვებია სატენდერო წინადადება დაზუსტდეს, შეივსოს ან წარდგენილ იქნეს სატენდერო განცხადებაში მოთხოვნილი საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია ან სატენდერო წინადადება მისი არსის შეუცვლელად, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში, სატენდერო წინადადება შეფასებაზე არ დაიშვება.

ზეპირი ვაჭრობის დროს, არ დაიშვება სატენდერო წინადადების ფასის გაზრდა.

პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი სატენდერო წინადადება.
ალტერნატიული სატენდერო წინადადებები არ დაიშვება.
ზეპირი ვაჭრობის ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი, ბარათაშვილის ქ. #2, შპს ,,ენერგოტრანსი“, 1-ლი სართული.
აღნიშნულ ტენდერში შესაძლებელია მხოლოდ ერთი გამარჯვებულის გამოვლენა.
დაგვიანებით შემოსულ სატენედერო წინადადებებს სატენდერო კომისია არ განიხილავს და გაუხსნელად უბრუნებს წარმომდგენ პირს.
ტენდერში მონაწილეობის მსურველ პირებს უფლება აქვთ გაეცნონ სატენდერო დოკუმენტაციას სატენდერო დოკუმენტაციის გატანის ვადის დასრულებამდე ,,შემსყიდველ“ ორგანიზაციაში. განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ ასევე გამოქვეყნდება შემსყიდველის ვებ-გვერდზე: www.energotrans.com.ge.
დამატებითი ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ბარათაშვილის ქუჩა #2, შპს „ენერგოტრანსი“.
საკონტაქტო პირები: შესყიდვების სამსახურის უფროსი გიორგი ჭიჭინაძე ტელ: 577907707 ელ. ფოსტა: giorgi.chichinadze@energotrans.com.ge.
აღნიშნული ტენდერი ტარდება შპს ,,ენერგოტრანსის” მიერ საქონლის, მომსახურების და სამუშაოების შესყიდვის წესის შესაბამისად.

Share.