მოწვევა ტენდერში მონაწილეობაზე საქართველო ჯვარი-ხორგას ურთიერთდამაკავშირებელი ქსელის პროექტი პაკეტი D: მანქანები/მექანიზმები მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზისათვის ლოტები I, II, III, IV

0

მოწვევა ტენდერში მონაწილეობაზე
საქართველო
ჯვარი-ხორგას ურთიერთდამაკავშირებელი ქსელის პროექტი
პაკეტი D: მანქანები/მექანიზმები მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზისათვის
ლოტები I, II, III, IV
გამოქვეყნების თარიღი: 20.08.2014

წინამდებარე “მოწვევა ტენდერში მონაწილეობაზე” თან მოსდევს ამ პროექტისათვის “წინასწარ შეტყობინებას შესყიდვის შესახებ”, რომელიც 2013 წლის 02 მაისს გამოქვეყნდა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (EBRD) ვებ-გვერდზე (http://www.ebrd.com, Project Procurement Notices).
საქართველო (შემდგომში მოიხსენიება როგორც “მყიდველი”) აპირებს გამოიყენოს ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკისგან (EBRD) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ინსტიტუტისგან (KfW) აღებული სესხების ნაწილი, ევროკავშირის “სამეზობლო საინვესტიციო ინსტრუმენტისგან” (EC NIF) მიღებულ დაფინანსებასთან ერთად, ჯვარი-ხორგას ურთიერთდამაკავშირებელი ქსელის პროექტის ხარჯების დაფარვის მიზნით.
მყიდველი სთავაზობს მიმწოდებლებს წარმოადგინონ დალუქული კონვერტებით თავიანთი წინადადებები EBRD-ის მიერ დაფინანსებული კონტრაქტების (შემდგომში მოიხსენიებიან როგორც “კონტრაქტები”) მოსაპოვებლად, რომლებიც ანაზღაურდებიან სესხის თანხების გამოყენებით. კონტრაქტები მოიცავენ ოთხ (4) ლოტს (I, II, III და IV), რომელთაგან თითოეული შედის D პაკეტში: “მანქანები/მექანიზმები მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზისათვის”. აღნიშნული პაკეტის (და ლოტების) ფარგლებში გათვალისწინებულია შემდეგი მოწყობილობის მიწოდება:

I ლოტი _ სატვირთო ავტომობილები:
1. სარემონტო ბრიგადების და აღჭურვილობის გადასაზიდი მაღალი გამავლობის სატვირთო ავტომობილი ორრიგიანი კაბინით – სამი (3) ცალი
2. მაღალი გამავლობის სატვირთო ავტომობილი ორრიგიანი კაბინით და ძარაზე დამონტაჟებული ამწით – ერთი (1) ცალი
3. სავალდებულო სათადარიგო ნაწილები – ერთი (1) ლოტი
4. გაყიდვის შემდგომი ტექმომსახურება – ერთი (1) ლოტი
5. სატვირთო ავტომობილების მძღოლების გადამზადება (ტრეინინგი) – ოთხი (4) მძღოლისთვის (ერთი მძღოლი თითო სატვირთო ავტომობილზე)

II ლოტი – იარაღები, დამხმარე სამარჯვები და ოპტიკურ კაბელიანი მეხდამცავი გვარლის (OPGW) სამონტაჟო დანადგარი
პოზიცია II.1 – იარაღები და დამხმარე სამარჯვები
1.1. ჰიდრავლიკური საწნეხი აპარატი მომჭერი მატრიცებით (დაწნეხვა – 200 ტონა) ამძრავით და შლანგით – ერთი (1) კომპლექტი
1.2. ჰიდრავლიკური საწნეხი აპარატი მომჭერი მატრიცებით (დაწნეხვა – 100 ტონა) ამძრავით და შლანგით – ერთი (1) კომპლექტი
1.3. სადენების ჰიდრავლიკური საჭრელი – ორი (2) ცალი
1.4. სადენების საჭიმარი სამშკივიანი საკიდი ბლოკი, 800 მმ – ათი (10) კომპლექტი
1.5. სადენების საჭიმარი ერთშკივიანი ბლოკები, 600 მმ, OPGW-სთვის – ათი (10) კომპლექტი
1.6. ყუთები ხელის იარაღებით ელექტროგადამცემი ხაზის ტექმომსახურების სამუშაოებში გამოყენებისთვის – ორი (2) კომპლექტი
1.7. მსუბუქი ჯაჭვიანი ჯალამბარი (ტვირთამწეობა 5 ტონა) – ორი (2) კომპლექტი
1.8. მომჭერი AC 300/43 AC 300/67 AC 400/93 და AC 300/204 and CARDINAL-ის მარკების სადენებისათვის – ხუთი (5) ცალი, თითოეული ხუთ-ხუთი (5) ვაზნით
1.9. მომჭერი GSW/SCS/OPGW ტიპის და C 70 მმ2, C120 მმ2 და C185 მმ2 გვარლისათვის _ ორი (2) ცალი, თითოეული სამ-სამი (3) ვაზნით
1.10. ჩამოსაკიდი კიბე _ ორი (2) ცალი
1.11. დასაანკერებელი კიბე – ერთი (1) ცალი

პოზიცია II.2 – ოპტიკურ კაბელიანი მეხდამცავი გვარლის (OOPGW) სამონტაჟო მოწყობილობა,
მათ შორის:
2.1 ჰიდრავლიკური მოსაქაჩი ჯალამბარი, მოქაჩვის ძალვის და სიჩქარის ელექტრონული ჩამწერის მიერთების შესაძლებლობით – ერთი (1) ცალი
2.2 ჰიდრავლიკური დამჭიმავი დიზელის ძრავით (სადენის მოქაჩვისთვის) – ერთი (1) ცალი
2.3 დაჭიმულობის პარამეტრების ელექტრონული ჩამწერი – ერთი (1) ცალი
2.4 დოლის ასაწევი ჯოჯგინა, 20 კნ, დისკური სამუხრუჭე მოწყობილობით – ორი (2) კომპლექტი
2.5 სადენებიანი ხის დოლების ასაწევი ჰიდრავლიკური მოწყობილობა, თვითბლოკირებადი სოლებით აღჭურვილი საყრდენი კონსტრუქციით – ერთი (1) კომპლექტი
2.6 ჰიდრავლიკური ძრავი სადენის გაშლის და დახვევის სამართავად, შემაერთებელ შლანგებთან ერთად – ერთი (1) კომპლექტი
2.7 არახლართვადი დაწნული ფოლადის ბაგირი, დიამეტრი – 10 მმ, სიგრძე – 1200 მ, ორთავე ბოლოში ჩაწნული მარყუჟებით, ფოლადის დოლზე დახვეული – ხუთი (5) კომპლექტი
2.8 არახლართვადი დაწნული ფოლადის ბაგირი, დიამეტრი – 16 მმ, სიგრძე – 900 მ, ორთავე ბოლოში ჩაწნული მარყუჟებით, ფოლადის დოლზე დახვეული – ერთი (1) კომპლექტი
2.9 მოსახსნელი დოლი, 1100 მმ – ორი (2) ცალი
2.10 ფოლადის დოლი, 1100 მმ – ორი (2) ცალი
2.11 ერთშკივიანი ბლოკი, დიამეტრი 650 მმ – ოცი (20) კომპლექტი
2.12 ერთშკივიანი ბლოკი, დიამეტრი 850 მმ – ოთხი (4) კომპლექტი
2.13 ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების გრეხვის საწინააღმდეგო ფირფიტა – ერთი (1) ცალი
2.14 დამამიწებელი აპარატი _ ორი (2) ცალი
2.15 ხისტი სახსარი ბაგირისთვის, მაქს. დიამეტრი 10 მმ, 1570 მმ – ათი (10) ცალი
2.16 შარნირული სახსარი ბაგირისთვის, მაქს. დიამეტრი 10 მმ – ხუთი (5) ცალი
2.17 დროებითი სამონტაჟო წინდა სადენისთვის, დიამეტრი 8-17 მმ – ხუთი (5) ცალი
2.18 დროებითი სამონტაჟო წინდა (ორმხრივი), დიამეტრი 8-17 მმ – ხუთი (5) ცალი
2.19 თვითმოჭერადი ჭახრაკი ფოლადის ბაგირისთვის – ოთხი (4) ცალი
2.20 თვითმოჭერადი ჭახრაკი OPGW-ისთვის – ოთხი (4) ცალი
2.21 მომჭერი ვაზნების მუშტები OPGW-ისთვის – ოთხი (4) კომპლექტი
2.22 მომჭიმავ-მოსაშვები მოწყობილობა ბაგირით – ორი (2) კომპლექტი
2.23 დასააკნერებელი კიბე – ორი (2) ცალი
2.24 ამწე ჯალამბარი კაუჭით, 15 კნ – სამი (3) კომპლექტი
2.25 ამწე ჯალამბარი კაუჭით, 30 კნ – სამი (3) კომპლექტი

პოზიცია II.3 – სავალდებულო მარაგი ნაწილები – ერთი (1) ლოტი

III ლოტი – ბულდოზერები, ექსკავატორები, დამტვირთელები
1. ბულდოზერი ფრონტალური დანით – ორი (2) ცალი
2. მუხლუხა ექსკავატორი – ერთი (1) ცალი
3. ბორბლებიანი დამტვირთველი – ერთი (1) ცალი
4. სავალდებულო მარაგი ნაწილები – ერთი (1) ლოტი
5. გაყიდვის შემდგომი ტექმომსახურება – ერთი (1) ლოტი
6. პერსონალის გადამზადება ყველა პოზიციისთვის – ოთხი (4) ოპერატორი (ერთი ოპერატორი თითოეულ პოზიციაზე)
IV ლოტი – სპეცილური დანიშნულების სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები
1. სატვირთო ავტომობილი ძარაზე დამონტაჟებული ამწით – ერთი (1) ცალი
2. სატვირთო ავტომობილი ძარაზე დამონტაჟებული სამონტაჟო კალათით (საჰაერო სამუშაო ბაქნით) – ერთი (1) ცალი
3. ორღერძიანი პიკაპი – შვიდი (7) ცალი
4. მაღალი გამავლობის ჩანგლიანი დამტვირთველი – ერთი (1) ცალი
5. სავალდებულო მარაგი ნაწილები – ერთი (1) ლოტი
6. გაყიდვის შემდგომი ტექმომსახურება – ერთი (1) ლოტი
7. გადამზადება სატვირთო ავტომობილების და ჩანგლიანი დამტვირთველებისთვის – სამი (3) ოპერატორი (თითო ოპერატორი პოზიციებისთვის 1, 2 და 4)

ტენდერის მონაწილეებს შეუძლიათ წარმოადგინონ წინადადებები ზემოაღნიშნული ერთი ან რამდენიმე (ან ყველა) ლოტისთვის. თითოეული ლოტის გაფასება და შესაბამისი წინადადება მოწოდებული უნდა იყოს ცალკე დალუქული კონვერტით. ერთზე მეტი ლოტისთვის წინადადებების წარმოდგენის შემთხვევაში, შესაძლებელია ფასდაკლებების შემოთავაზება, რაც გათვალისწინებული იქნება წინადადებების ურთიერთშედარებისას.

ბანკის მიერ გაცემული სესხით დაფინანსებული კონტრაქტების მოსაპოვებლად წინადადებების წარმოდგენის უფლება ეძლევათ ყველა ქვეყნის კომპანიებს.

ნებისმიერი კონტრაქტის მინიჭებისთვის კვალიფიცირების მიზნით, ტენდერის მონაწილეებმა უნდა დააკმაყოფილონ შემდეგი მინიმალური სავალდებულო კრიტერიუმები (გთხოვთ იხილოთ სატენდერო დოკუმენტის III ნაწილი _ “ შეფასების და კვალიფიცირების კრიტერიუმები”):

• ბოლო სამი (3) წლის განმავლობაში, მიმწოდებლის რანგში, სულ მინიმუმ (3) კონტრაქტის შესრულება რომელთაგან თითოეულის ღირებულება უნდა შეადგენდეს სულ ცოტა:
900 000 ევროს I ლოტისთვის
220 000 ევროს II ლოტისთვის
600 000 ევროს III ლოტისთვის
600 000 ევროს IV ლოტისთვის
ზემოაღნიშნული კონტრაქტები წარმატებით უნდა და არსებითად უნდა იყონ დასრულებული და გააჩნდეთ გეგმიური საქონლის მსგავსი მიწოდების მოცულობა (თითოეული ლოტის მიხედვით). მსგავსება გამოხატული უნდა იყოს ფიზიკურ ზომებში, სირთულეში, მეთოდებში/ტექნოლოგიებში ან სხვა მახასიათებლებში, რომლებიც აღწერილია მე-2 ნაწილში სათაურით “მიწოდების მოცულობა და ტექნიკური მოთხოვნები”. ტენდერის მონაწილეების კვალიფიკაციის დასადასტურებლად, მათ წინადადებებს თან უნდა ახლდეთ დამკვეთის მიერ გაცემული ცნობები, სარეკომენდაციო ნუსხა და ISO-ს სერთიფიკატები.
• ტენდერის მონაწილეებმა უნდა დაასაბუთონ, რომ გააჩნიათ ტენდერზე გამოტანილი კონტრაქტების შესასრულებლად საჭირო ფულადი ნაკადების გენერირებისთვის აუცილებელი ლიკვიდური აქტივები, დაუტვირთავი უძრავი ქონება, საკრედიტო ხაზები და სხვა ფინანსური საშუალებები ან სარგებლობენ მათ მიმართ შეუზღუდავი წვდომით, რომელთა ჯამური გაანგარიშებული ღირებულება არ უნდა იყოს ნაკლები ვიდრე:
1 100 000 ევრო I ლოტისთვის
250 000 ევრო II ლოტისთვის
700 000 ევრო III ლოტისთვის
700 000 ევრო IV ლოტისთვის
მხედველობაში მიიღება ტენდერის მონაწილეების მიერ სხვა კონტრაქტებით აღებული ვალდებულებები.

• ტენდერში მონაწილის, როგორც ძირითადი მიმწოდებლის, საშუალო წლიური ბრუნვა (რომელიც განისაზღვრება მიწოდებული და მიწოდების პროცესში მყოფი შეკვეთების ფარგლებში გაცემული ანგარიშ-ფაქტურებით) ბოლო ხუთი (5) წლის განმავლობაში არ უნდა იყოს ნაკლები:
3 000 000 ევროზე I ლოტისთვის
720 000 ევროზე II ლოტისთვის
2 000 000 ევროზე III ლოტისთვის
2 000 000 ევროზე IV ლოტისთვის
ან ზემოაღნიშნული თანხების ექვივალენტურ ოდენობებისა.

სატენდერო დოკუმენტის მიღება შეიძლება ქვემოთ მითითებულ მისამართზე 600 ევროს ან სხვა კონვერტირებად ვალუტაში გამოსახული ექვივალენტური ოდენობის დაუბრუნებადი საფასურის ქვემოთ მითითებულ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის შემდეგ:

შუამავალი ბანკი: Commerzbank, Frankfurt, Germany, SWIFT: COBADEFF
ანგარიში:
საქართველოს ბანკი,
SWIFT: BAGAGE22;
საქართველო, თბილისი 0160, გაგარინის ქ. 29ა
მიმღები: შპს “ენერგოტრანსი”
ანგარიშის ნომერი: GE 37 BG 0000000 331415000 EUR

დაუბრუნებადი საფასურის გადახდის სათანადო დადასტურების მიღების შემდეგ, დოკუმენტაცია დაუყოვნებლივ გაიგზავნება კურიერის საშუალებით. ამასთან, დამკვეთი არ იღებს პასუხისმგებლობას დოკუმენტაციის დაკარგვაზე ან დაგვიანებით მიწოდებაზე. მოთხოვნის შემთხვევაში, დოკუმენტაცია შეიძლება გაეგზავნოს ტენდერის მონაწილეს ელექტრონულადაც, ტენდერის მონაწილის მიერ დაუბრუნებადი საფასურის გადახდის დამადასტურებელის დოკუმენტის წარდგენის შემდეგ. ელექტრონულ და ნაბეჭდ დოკუმენტებს შორის რაიმე განსხვავების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ნაბეჭდ ასლს.

ყველა წინადადებას თან უნდა ახლდეს სატენდერო წინადადების უზრუნველყოფა, რომლის ოდენობა მინიმუმ უნდა შეადგენდეს
28 000 ევროს I ლოტისთვის
10 000 ევროს II ლოტისთვის
24 000 ევროს III ლოტისთვის
18 000 ევროს IV ლოტისთვის

წინადადებები მიწოდებულ უნდა იქნან ქვემოთ მითითებულ მისამართზე მდებარე ოფისში არაუგვიანეს 2014 წლის 20 ოქტომბრის 15:00 საათისა, რა დროსაც მოხდება მათი გახსნა ტენდერის მონაწილეების დამსწრე წარმომადგენლების წინაშე.

სატენდერო დოკუმენტების შემძენი მონაწილეების ნუსხა შეიძლება შემოწმდეს ქვემოთ მითითებულ მისამართზე.

ტენდერის პოტენციურ მონაწილეებს შეუძლიათ მიიღონ დამატებით ინფორმაცია და, აგრეთვე, შეამოწმონ და შეიძინონ სატენდერო დოკუმენტები შემდეგ ოფისში:

შპს “ენერგოტრანსი”
საქართველო, თბილისი
ბარათაშვილის ქ. 2
საკონტაქტო პირი: დირექტორი ბ-ნი კ. სეხნიაშვილი
ტელ.: +995 32 510391
ფაქსი: +995 32 510315
ელ.ფოსტა: m.gikoshvili@energotrans.com.ge

Share.