ვაკანსიები

„ენერგოტრანსი“ აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დირექტორის პოზიციაზე

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის სფეროში;
  • შესაბამის სფეროში მინიმუმ 5 წლიანი და ხელმძღვანელ თანამდებობაზე 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური და ქართული ენების მაღალ დონეზე ცოდნა (წერა, საუბარი), რუსული ენის ფლობა ჩაითვლება დამატებით უპირატესობად;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების (განსაკუთრებით ექსელის) უმაღლეს დონეზე ცოდნა.

 

უნარები:

  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • ინიციატიურობა;
  • ახალ სიტუაციასთან სწრაფად ადაპტირების უნარი;
  • სწრაფი შეფასების უნარი;
  • დროის მენეჯმენტი.
  • ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაციის კარგი უნარი;
  • შემჭიდროვებულ ვადებსა და სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

 

მოვალეობები:

 

  • კომპანიის მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმების, ბიუჯეტის დაგეგმვის, დამტკიცებისა და ადმინისტრირების პროცესის მართვა, კოორდინაცია და კონტროლი;
  • მოქმედი ტარიფის ანალიზსა და მარეგულირებელ ორგანოებში სათანადო მოთხოვნის წარდგენის უზრუნველყოფაზე (ტარიფის დეფიციტის შემთხვევაში) ზედამხედველობა და კონტროლი;
  • საკრედიტო რესურსების ათვისებისათვის საჭირო ფინანსური პროცედურების მართვა, კონტროლი და ზედამხედველობა.
  • ფინანსურ პროცედურებთან დაკავშირებული საქმიანობის კონტროლი და ზედამხვედველობა.
  • პასუხისმგებელია ფინანსურ სამსახურზე დაკისრებული ფუნქციების სწორად, დროულად და ხარისხიანად შესრულებაზე.
  • ბიუჯეტიდან არსებული და მოსალოდნელი გადახრების და გამომწვევი მიზეზების ანალიზი;
  • სხვადასხვა დეპარტამენტებთან თანამშრომლობა ამ დეპარტამენტების ბიუჯეტის შედგენა/დაგეგმვაში.
  • მისადმი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კონტროლი, მართვა.

სამუშაო დრო  და ადგილი:

სრული სამუშაო კვირა;

ძირითადი სამუშაო ადგილი – ქ. თბილისი,

 

გამოაგზავნეთ თქვენი CV ფოტოსურათით, marina.skhirtladze@energotrans.com.ge  2018 წლის 16 მარტის ჩათვლით. (გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების შპს „ენერგოტრანსისთვის“ გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით.)

 

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.