ჩვენს შესახებ

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ენერგოტრანსი” შეიქმნა 2002 წელს.
დაფუძნების დღიდან მისი წილის 100% განმკარგავია საქართველოს სახელმწიფო.

2009 წლიდან “ენერგოტრანსის” პარტნიორი გახდა სააქციო საზოგადოება “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა-(სსე)

ჩვენ ვახორციელებთ საქმიანობას შემდეგი მიმართულებით:

“ენერგოტრანსი” – განკარგავს:
500 კვ-ან ელექტროგადამცემ ხაზებს „ვარძიასა“ და „ზეკარს“ ;
400კვ-იან ელექტროგადამცემ ხაზს „მესხეთი“,
500/44/220 კვ ქვესადგურ ახალციხეს
ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე საქართველოს ტერიტორიაზე 290 კმ-ია. იგი მოცავს საქართველოს 10 მუნიციპალიტეტის ტერიტორიასა და სამხრეთის მხრიდან ერთმანეთთან აკავშირებს “გარდაბნი 500-სა“ და “დიდი ზესტაფონის“ ქვესადგურებს ახალციხის 500/400/220 კვ ქვესაგურის გავლით.
ელექტროგადამცემი ხაზების მთელ სიგრძეზე დამონტაჟებულია ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელი, რომლის ფუნქციას წარმოადგენს ინფორმაციის მიწოდება ენერგოობიექტებიდან მთავარ სადისპეჩეროში.

500/440/220 კვ ახალციხის ქვესადგური, გარდა ზემოთ ხსენებული ქვესადგურებისა, 400კვ ელექროგადამცემი ხაზის „მესხეთის“ მეშვეობით უკავშირდება თურქეთის ქვესადგურ “ბორჩხას”. იგი თავისი მნიშვნელობით უნიკალურია კავკასიის რეგიონში, რადგან პირველად აქ იქნა დამონტაჟებული მუდმივი დენის ჩანართი (HVDC).

ყველაფერი ზემოთ აღნიშნული თავის მხრივ უზრუნველყოფს:

1. ქვეყნის ენერგოსისტემის მუშაობის მდგრადობას;
2. ძირითადი მაგისტრალური ქსელის მნიშვნელოვნად გაძლიერებას;
3. სამხრეთ საქართველოს რეგიონის ელექტროენერგიით მომარაგების იმედიანობის გაუმჯობესებას;
4. გარდაბანი 500 – დიდი ზესტაფონის არსებული 500კვ-იან ქსელზე მოსალოდნელი ავარიული გამორთვებით ქვეყნის დედაქალაქისა და აღმოსავლეთ რეგიონების ელექტრომომარაგებაში გამოწვეული შეფერხებებისა და ზარალის თავიდან აცილებას;
5. ქვეყანაში ზაფხულის პერიოდში ენერგობალანსში ნამეტი ელექტროენერგიის ექსპორტის შესაძლებლობას;
6. ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტისა და ტრანზიტის განხორციელებას.
7. ელექტროენერგიის კარგვების მნიშვნელოვან შემცირებას.

ამჟამად შ.პ.ს. „ენერგოტრანსი“ ახოლრციელებს ჯვარი ხორგას შემაერთებელ პროექტს, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია:
1) დაახლოებით 2X8 კმ სიგრძის 500 კვ გადამცემი ხაზის მშენებლობა, 500 კვ “კავკასიონის” ხაზის შეჭრით და დაახლოებით 60 კმ 220 კვ ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა ჯვარიდან ხორგაში, რაც გულისხმობს ახალი 220 კვ ორჯაჭვა ეგხ-ს მიერთებას ხორგის 220 კვ და ჯვარის 500 კვ ქვესადგურებთან;
2) ახალი 500/220 კვ ქვესადგურის მშენებლობა ჯვარში.

პროექტის მიზანია:

• 220კვ ქსელის იმედიანობის გაზრდა და დასავლეთ საქართველოს ელექტრომომარაგების წყაროების დივერსიფიკაცია.
• ფოთის თიზ-ის მოთხოვნილი სიმძლავრის 450 მგვტ უზრუნველყოფა;
• თურქეთში გადასაცემი 350 მგვტ სიმძლავრის უზრუნველყოფა;
• ეგხ კავკასიონით გადასაცემი და მისაღები სიმძლავრეებზე სრული კონტროლის უზრუნველყოფა;
• დამატებითი შესაძლებლობის შექმნა ენგურის, ხუდონის და სხვა ასაშენებელი ჰიროელექტრსადურების ელექტროენერგიის 500 კვ ქსელის საშუალებით ახალციხის ქვესადგურში მიწოდება და შესაბამისად 500 კვიანი საქსელო მეურნეობის განვითარება.
• მდ. ენგურის აუზის ზედა საფეხურების პერსპექტიული ჰესების სიმძლავრის გატანა.
• მაღალი ძაბვის ქსელის საიმედობის და სტაბილურიბის გაზრდა.

ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების ღია პროგრამა – მე-2 კომპონენტი:
ქს ქსანი – ყაზბეგის ურთიერთდამაკავშირებელი პროექტი

  პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს მთავარი 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოებას. სტეფანწმინდას (ყაზბეგის) მახლობლად მიმდინარეობს რამდენიმე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, რომელთა გეგმიური ჯამური დადგმული სიმძლავრე შეადგენს 400-500 მგვტს. ამ სიმძლავრის საქართველოს ენერგოსისტემაში ინტეგრირებისა და რუსეთის მიმართულებით ელექტროენერგიის გადადინების გაუმჯობესების მიზნით, იგეგმება ახალი 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის („ე.გ.ხ.“) აშენება ქ/ს „ქსანი“-დან სტეფანწმინდამდე.
ხაზის სიგრძე დაახლოებით 100 კმ-ია. დაგეგმილია ხაზის აშენება 500 კვ გაბარიტში. პირველ ეტაპზე ხაზი იმუშავებს 110 კვ ძაბვაზე, რაც უზრუნველყოფს სტეფანწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ინტეგრირებას საქართველოს ენერგოსისტემაში, კერძოდ ქს ქსანის 110 კვ ფრთაზე. პერსპექტივაში სტეფანწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე 500/110 კვ ქს მშენებლობის და რუსეთის სამხრეთ რეგიონებში 500 კვ-იანი ქსელის განვითარების პარალელურად, მოხდება ხაზის გადაყვანა 500 კვ-ზე, რაც შექმნის დამატებით 500 კვ-იან კავშირს რუსეთის ენერგოსისტემასთან.