+995 032 2510315

info@energotrans.com.ge

ბარათაშვილის #2, თბილისი

500/400/220 კვ ქვესადგური "ახალციხე"

კომპანიის შესახებ

შპს „ენერგოტრანსი“ დაარსდა  2002 წელს.  2009 წლიდან შპს „ენერგოტრანსის“ 100% წილის მფლობელია სს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა. შპს „ენერგოტრანსის“ საქმიანობა რეგულირდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, მარეგულირებელი ორგანოსა და საქართველოს მთავრობის მიერ ზემოაღნიშნულ კანონმდებლობის ფარგლებში გაცემული ნორმატიული აქტების საფუძველზე. კომპანია ფლობს ხარისხის ISO 9001:2015 სერთიფიკატს.

 

შპს „ენერგოტრანსის“ მფლობელობაში არსებული ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე საქართველოს ტერიტორიაზე დაახლოებით 290 კმ-ია, რაც მოიცავს საქართველოს 10 მუნიციპალიტეტის ტერიტორიასა და სამხრეთის მხრიდან ერთმანეთთან აკავშირებს „გარდაბანი 500-ის“ და „დიდი ზესტაფონის“ ქვესადგურებს ახალციხის 500/400/220 კვ კონვერტორული სადგურის გავლით. გარდა ზემოთ ხსენებულისა,  ახალციხის კონვერტორული სადგური, 400 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „მესხეთი“ მეშვეობით უკავშირდება თურქეთის ქვესადგურ „ბორჩხას“. ახალციხის 500/400/220 კონვერტორული სადგური თავისი მნიშვნელობით უნიკალურია კავკასიის რეგიონში, რადგან პირველად აქ იქნა დამონტაჟებული მუდმივი დენის ჩანართი (HVDC). აღნიშნული პროექტი, რომელიც „შავი ზღვის გადამცემი ქსელის მშენებლობის პროექტის“ სახელწოდებით არის ცნობილი, დაფინანსებულ იქნა გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW),  ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) და  ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (EBRD)-ის მიერ. პროექტის ღირებულება შეადგენდა 250 მილიონ ევროს. „შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის” პროექტი მიზნად ისახავდა საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის მდგრადობის გაუმჯობესებას და, ასევე, ელექტროენერგიის გადაცემისა და მასშტაბური საბითუმო ვაჭრობის ხელშეწყობას საქართველოს, სამხრეთ კავკასიის და „შავი ზღვის ელექტროგადაცემის ქსელის” სხვა ქვეყნებს, განსაკუთრებით – თურქეთს შორის. „შავი ზღვის გადამცემი ქსელის მშენებლობის პროექტი“ დასრულდა 2013 წელს.


შპს „ენერგოტრანსის“ საკუთრებაშია კონვერტორული სადგური და ელექტროგადამცემი ხაზები
ახალციხის კონვერტორული სადგური

500 /400/200 კვ კონვერტორული სადგური

500 კვ ელექტროგადამცემი ხაზები

500 კვ. „გაჩიანის“ ელექტროგადამცემი ხაზი აკავშირებს გარდაბნის და მარნეულის ქვესადგურებს. ელექტროგადამცემი ხაზის სიგრძეა – 22,3 კმ.  ანძების რაოდენობა  – 103;

500 კვ. „ვარძიის“ ელექტროგადამცემი ხაზი აკავშირებს მარნეულის ქვესადგურს და ახალციხის კონვერტორულ  სადგურს. ელექტროგადამცემი ხაზის სიგრძეა – 167,7 კმ. ანძების რაოდენობა – 567;

500 კვ. „ზეკარის“ ელექტროგადამცემი ხაზი აკავშირებს ახალციხის კონვერტორულ სადგურს  და ზესტაფონის ქვესადგურს. ელექტროგადამცემი ხაზის სიგრძეა  67,3 კმ. ანძების რაოდენობა –  160;

400 კვ. ელექტროგადამცემი ხაზი

400 კვ. „მესხეთის“ ელექტროგადამცემი ხაზი აკავშირებს ახალციხის კონვერტორულ სადგურს  და ბორჩხას ქვესადგურს. ელექტროგადამცემი ხაზის სიგრძე საქართველოს ტერიტორიაზე – 32,2 კმ.  (სულ 152,2 კმ)  ანძების რაოდენობა –100.

კომპანიის სტრატეგიული მიზნები

შპს „ენერგოტრანსის“ მისიაა ელექტროენერგიის გადაცემის უსაფრთხო, საიმედო, ეკონომიკურად ეფექტიანი ქსელის შენარჩუნება და მართვა

კომპანიის სტრატეგიულ ამოცანებს წარმოადგენს:

    • ქვეყნის ენერგოსისტემის მუშაობის მდგრადობა;
    • ქსელის საიმედოობის ამაღლება;
    • ძირითადი მაგისტრალური ქსელის მნიშვნელოვნად გაძლიერება;
    • ელ. მომარაგებაში გამოწვეული შეფერხებებისა და ზარალის თავიდან აცილება;
    • ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტისა და ტრანზიტის განხორციელება;
    • კომპანიის  ეფექტიანობის ამაღლება;
    • ფინანსური მდგრადობის შენარჩუნება.

მომხმარებელთან ურთიერთობა
ჩვენ ვცდილობთ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას და ამ მიმართებით მნიშვნელობას ვანიჭებთ მომხმარებელთა უკუკავშირს. ამიტომ, თუ გაქვთ რაიმე შენიშვნები და/ან წინადადებები ჩვენი მომსახურებების შესახებ, გთხოვთ მოგვაწოდოთ თანდართული ფორმის გამოყენებით.

შეავსეთ ფორმა