+995 032 2510315

info@energotrans.com.ge

ბარათაშვილის #2, თბილისი

500/400/220 კვ ქვესადგური "ახალციხე"

მომხმარებელთათვის

შპს „ენერგოტრანსის” კუთვნილი კონვერტორული სადგურის
თავისუფალი სიმძლავრეების დადგენის მეთოდოლოგია
მუხლი 1. მეთოდოლოგიის მიზანი
კონვერტორული სადგურის თავისუფალი სიმძლავრეების დადგენის და გამოქვეყნების
მიზანია ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობისა და კვების უსაფრთხოების
მოთხოვნების დაცვით, არადისკრიმინაციულობისა და გამჭვირვალობის პრინციპების
გათვალისწინებით, ხელმისაწვდომი გახდეს ინფორმაცია პოტენციური მომხმარებლებისა და
სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის კონვერტორულ სადგურზე შესაბამის ძაბვაზე
დატვირთვის დამატების შესაძლებლობის შესახებ, რაც ინდიკატორი იქნება მაძიებლებისა და
მოსარგებლეებისათვის ოპტიმალური მიერთების კვანძების (წერტილების) შერჩევის
საკითხში.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
მეთოდოლოგიაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) თავისუფალი სიმძლავრე – დატვირთვის ის სიდიდე, რომელიც შეიძლება დაემატოს
კონვენტორულ სადგურს სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარების გარეშე;
ბ) საოპერაციო ზღვარი – კონვენტორული სადგურის ელემენტის (ელექტროგადამცემი ხაზის
(ავტო)ტრანსფორმატორის) ხანგრძლივად დასაშვები გამტარუნარიანობა, ტექნიკური
მდგომარეობიდან გამომდინარე;
გ) ფიქსირებული სქემა(ნორმალური საქსპლუატაციო რეჟიმი) – კონვენტორული სადგურისა
და ელექტროგადამცემი ხაზებზების ნორმალური დამყარებული რეჟიმი. მუხლი 3.
თავისუფალი სიმძლავრის გაანგარიშების პრინციპი
1. თავისუფალი სიმძლავრის გაანგარიშება ხდება კონვენტორული სადგურის თითოეული
ნომინალური ძაბვის საფეხურზე. რომელიმე ძაბვაზე სიმძლავრის დამატება
(თავისუფალი სიმძლავრის შემცირება) ავტომატურად აისახება:
ა) კონვენტორული სადგურის სხვა ძაბვაზე თავისუფალი სიმძლავრის სიდიდეზე;
2.კონვენტორული სადგურის მოცემული ძაბვის საფეხურზე თავისუფალი სიმძლავრის
გაანგარიშებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს:
ა) ცალკეული მინაერთის საოპერაციო ზღვრები;
ბ) კონვენტორული სადგურის მაქსიმალური დატვირთვა და მისი საპროგნოზო ზრდა;
გ) კონვენტორულ სადგურში გაცემული და შეთანხმებული ტექნიკური პირობების
შედეგად მოსალოდნელი დატვირთვები.
3. გაანგარიშებისას ხდება გენერაციის გათვალისწინება მისი წლის ჭრილში მინიმალური
გამომუშავების ფარგლებსი.
4. გაანგარიშებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს კონვენტორული სადგურის
ფიქსირებული სქემა.
5. თუ გაანგარიშების შედეგად აღმოჩნდა, რომ უფრო დაბალი ნომინალური ძაბვის
საფეხურზე თავისუფალი სიმძლავრე მასზე მაღალი ნომინალური ძაბვის საფეხურის
თავისუფალ სიმძლავრეზე მეტია, მაშინ აღნიშნულ ნომინალური ძაბვის საფეხურზე
თავისუფალი სიმძლავრე განისაზღვრება მასზე უფრო მაღალი ნომინალური ძაბვის
საფეხურის თავისუფალი სიმძლავრის სიდიდით.
6. კონვენტორულ სადგურში ყოველი გაცემული ან/და შეთანხმებული ტექნიკური
პირობის, ან ადრე გაცემული ან/და შეთანხმებული ტექნიკური პირობის ვადის გასვლის, ასევე
ქსელის ელემენტის (ხაზი, ავტოტრანსფორმატორი/ტრანსფორმატორი) შეცვლის, განახლების,
ახლის დამატების ან არსებულის გაუქმების შემთხვევაში, უნდა მოხდეს თავისუფალი
სიმძლავრეების გადაანგარიშება.
მუხლი 4. თავისუფალი სიმძლავრის გაანგარიშების პროცედურა
1. თავისუფალი სიმძლავრის გაანგარიშებისთვის საჭიროა:
ა)კონვენტორული სადგურის 500 და 220 კვ ძაბვის სალტეებზე მიერთებული
ავტოტრანსფორმატორების ნომინალური სიმძლავრეების, მათი რაოდენობის,
ფიქსირებული სქემის და მათი საოპერაციო ზღვრების დაზუსტება;
ბ) კონვენტორული სადგურის თითოეულ ნომინალური ძაბვის საფეხურზე გაცემული და
შეთანხმებული ტექნიკური პირობების დადგენა-დაზუსტება და მოქმედების ვადების
გადახედვა.
მუხლი 5. კონვენტორული სადგურის თავისუფალი სიმძლავრის
ანგარიში
1. თავისუფალი სიმძლავრე 220 კვ ძაბვის სალტეზე იანგარიშება:
𝐶𝐹 220 = ( 𝑃𝐴𝑇500/220 𝑃𝐺.𝑚𝑖𝑛) ‒ α 𝑃max 𝑠𝑠220 ‒ 𝑃𝑎𝑝𝑝 220 (1)
სადაც:
𝑃𝐴𝑇500/220 – კონვენტორული სადგურის 500/220 კვ
ავტოტრანსფორმატორის საექსპლუატაციო სიმძლავრე.
𝑃𝐺.𝑚𝑖𝑛 ‒ კონვენტორულ სადგურთან მიერთებული გენერაციების მინიმალური სიმძლავრე
(მგვტ),
α-220კვ კვანძებში არსებული დატვირთვის მაჩვენებელი ფარდობით ერთეულში, წლების
მიხედვით კვანძებში დატვირთვის ცვლილების გათვალისწინებით.
𝑃max 𝑠𝑠220 – კონვერტორული სადგურის 500/220 კვ ავტოტრასფორმატორის არსებული
მაქსიმალური დატვირთვა 220კვ ძაბვის მხარეს.
𝑃𝑎𝑝𝑝 220 – 220 კვ ძაბვის სალტიდან სიმძლავრის მოთხოვნაზე გაცემული და შეთანხმებული
ტექნიკური პირობების საფუძველზე მოსალოდნელი დატვირთვა(მგვტ)
შენიშვნა: მეთოდოლოგიაში 500 და 400 კვ-ის არ გათვალისწინება განპირობებულია მათი
აქსპორტ/იმპორტში მონაწილეობიდან გამომდინარე.