+995 032 2510315

info@energotrans.com.ge

ბარათაშვილის #2, თბილისი

500/400/220 კვ ქვესადგური "ახალციხე"

„ქსანი-სტეფანწმინდის ქვესადგურების დამაკავშირებელი ახალი 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის“ მშენებლობის პროექტი.

image
„ქსანი-სტეფანწმინდის ქვესადგურების დამაკავშირებელი ახალი 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის“ მშენებლობის პროექტი.

მიმდინარე პროექტი

500კვ. ელექტროგადამცემი ხაზი ერთმანეთთან დააკავშირებს  სტეფანწმინდაში არსებულ 110 კვ. და  „ქსანი 500/220/110“ ქვესადგურებს. ხაზის სიგრძეა – 95.97 კმ. პროექტი ითვალისწინებს 253 ანძის განთავსებას.


პირველ ეტაპისთვის ელექტროგადამცემი ხაზი იმუშავებს 110 კვ. ძაბვაზე და მოემსახურება მცხეთა-მთიანეთის რეგიონში არსებულ ან დაგეგმილ ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელ. ენერგიის ინტეგრირებას საქართველოს ენერგოსისტემაში.


მეორე ეტაპისთვის გათვალისწინებულია სტეფანწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე 500/110 კვ. ქვესადგურის მოწყობა და ხაზის გადაყვანა 500 კვ. ძაბვაზე. ხაზი დაუკავშირდება რუსეთის ენერგოსისტემას, რომლის მაქსიმალური დატვირთვა შეიძლება იყოს 1100 მგვტ.


პროექტი ფინანსდება გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KFW) მიერ. 500კვ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში დაქირავებულია პროექტის განმახორციელებელი გერმანული საკონსულტაციო კომპანია FICHTNER.


პროექტის განხორციელება შექმნის საქართველოს, რუსეთის, სომხეთის და ირანის ენერგოსისტემების დამაკავშირებელ ენერგეტიკულ მაგისტრალს და ხელს შეუწყობს საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის სტაბილურობასა და ფართომასშტაბიანი სავაჭრო ურთიერთობების დამყარებას საქართველოს, რუსეთს, სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებსა და „შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის“ ქვეყნებს შორის.